სიახლეები ენერგეტიკის სფეროში
16 ივლისი, 2004
შინაარსი:
1. 10 მლნ ევრო ელექტროგადამცემი ხაზისა და ქვესადგურების რეაბილიტაციისათვის
საინფორმაციო სააგენტო პრაიმ-ნიუსი, 13 ივლისი, 2004
გერმანიის განვითარების საკრედიტო ბანკი ელექტროგადამცემი ხაზის და გამანაწილებელი ქვესადგურებისათის რეაბილიტაციისათვის 10 მილიონ ევროს გამოყოფს.
ენერგეტიკის მინისტრიეს ნიკა გილაურის განცხადების თანახმად, საკრედიტო ხელშეკრულება KFE-სთან სამშაბათს გაფორმდა. აღნიშნული თანხა მოხმარდება სომხეთთან დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზის ,,ალავერდის" და დიდუბის, ლისის, მარნეულის და გარდაბანის ქვესადგურების რეაბილიტაციას.
ნიკა გილაურის განცხადებით მიუხედავად იმისა, რომ ,,ალავერდის" და დიდუბის, ლისის, ქვესადგურების სარეაბილიტაციაო სამუშაოები სს ,,თელასმა" ცოტა ხნის წინა ჩაატარა, ისინი მაინც საფუძვლიან რეაბილიტატიას საწიროებენ.
,,გერმანული კრედიტით რეაბილიტირებული ენერგოობიექტების საიმედოობა ბევრად გაიზრდება და ისინუი ენერგოსისტემას ხანგრძლივი ვადით მოემსახურებიან"-განაცხადა მინისტრმა.
სს ,,თელასმა" გასულ წელლს საომხეთიდან ელექტროენერგიის იმპროტისის საწყებისათვის ,,ალავერდის", ლისისა და დიდუბის ქვესადგურების რეაბილიტაციისათვის 2 მილიონი ლარი დახარჯა. როგორც პრაიმ-ნიუსს "თელასში" განუცხადეს რეაბილიტაციის შედეგად ,,ალავერდის" გამტარუნარიანობა 80 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ქვესადგურებზე მთლინად შეკეთდა სატრანსფორმაციო მეურნეობა.
2. ენერგოსისტემის რეაბილიტაციის პროექტისთვის კონსულტანტი ფირმა შირჩა
საინფორმაციო სააგენტო პრაიმ-ნიუსი, 13 ივლისი, 2004
"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ" კომპანია-თან ქვეყნის ენერგოსისტემის რეაბილიტაციაში კონსულტაციებთვის ხელშეკრულება გააფორმა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელთა მოძიების მიზნით ტენდერს გამოაცხადებს და პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას მოამზადებს. კონსულტანტის დახმარებით მოძიებულმა ფირმამ ცენტრალურ სადისპეჩოზე უახლესი ტექნოლოგიის, ე. წ. "სკადას" სისტემის მართვის ფარი უნდა დაამონტაჯოს, მაღალი ძაბვის ქვესადგურების გამრიცხველიანება და სისტემაში კავშირგაბმულობის რეაბილიტაცია უნდა განახორციელოს.
აღნიშნული პოექტის ხანგრძლივობა 31 თვეს შეადგენს. პროექტის კონსულტანტად მუშაობაე პრეტენზიას 4 უძლიერესი საერთაშორისო კომპანია აცხადებს, თუმცა, E="Aრიალ" შIძE=2>"LAHMEYEღ"-მა გაიმრჯვა. იგი დიდი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან - მოლდოვაში მუშაობს, ანალოგიური სახის პროექტს კი სომხეთში ახორციელებს
"ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის მხარდამწერი პროექტი" მსოფლიო ბანკმა 2001 წლის სასაწყისში დააფინანსა, თუმცა პარლამენტმა ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულების რატიფიკაცია მხოლოდ გასული წლის აპრილში მოახდინა. პროექტს მსოფლიო ბანკთან ერთად, გერმანიის რეკონსტრუქციისა ბანკი E="Aრიალ" შIძE=2>(KFჭ) აფინანსებს.
მსოფლიო ბანკმა საქართველოს ენერგოსისტემის რეფორმირებისთვის 27 მილიონი დოლარი უნდა გამოუყოს, ხოლო E="Aრიალ" შIძE=2>KFჭ-მ - 25 მილიონი გერმანული მარკა.
3. "სახელმწიფო ელექტროსისტემა" გადახდისუუნაროდ გამოცხადდა
საინფორმაციო სააგენტო პრაიმ-ნიუსი, 13 ივლისი, 2004
საქართველოს "სახელმწიფო ელექტროსისტემის " გადახდისუუნაროდ გამოცხადდა და ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რეაბილიტაციის რეჟიმში დაიწყებს მუშაობას.
როგორც პრესკონფერენციაზე კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ბრაინ ქრონლიმ განაცხადა, ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ სასარჩელო განცხადება 2004 წლის 9 ივლისს გამოსცა და საბანკროტო პროცედურა შეაჩერა. " ელექტროსისტემას მიეცა 18 თვე, რათა განავითაროს სარეაბილიტაციო გეგმა", - აღნიშნა ქრონლიმ, რომელიც დარწმუნებულია, რომ კომპანია ფინანსური კრიზისის გადალახვას შეძლებს
"პროცესები, რომლებიც ელექტროსისტემაში უნდა წარიმართოს, საშუალებას მისცემს კომპანიას, გარდაიქმნას ფინანსურად ძლიერ საწარმოდ. ეს მოიცავს ნაბიჯებს ელექტროენერგეტიკული სექტორის განვითარებისათვის, რომელიც მთავრობის ინიციატივით განხორციელდა", - აღნიშნა ქრონლიმ.
მისი თქმით, კომპანიის გაზრდილი დაფინანსება საბიუჯეტო და დონორი ორგანიზაციების ფინასური დახმარებით გახდება შესაძლებელი, დასახული ღონისძიებების გატარება კი ელექტროენერგეტიკული მომარაგების სექტორში თანხების ამოღების გასაუმჯობესებლად არის საჭირო.
"ეჭვგარეშეა, რომ ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობა წარმატებული იქნება და კომპანიის ამჟამინდელი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობეადება", - განაცხადა ქრონლიმ.
კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ კომპანიის რეაბილიტაცია მთავრობასთან შეთანხმებით მიმდინარეობს.
2002 წლის ფინანსური აუდიტის დასკვნის თანახმად, "სახელმწიფო ელექტროსისტემის" გადხდისუუნარო კომპანიაა. კომპანიის აუდიტი მსოფლიო ბანკის მიერ შერჩEულმა საერთაშორისო და სააუდიტორო კომპანია "E="Aრიალ" შIძE=2>BAKEღ თILLY"-მ განახორციელა.
4. რეორგანიზაცია " სახელმწიფო ელექტროსისტემაში" წარმატებული ნაბიჯია
საინფორმაციო სააგენტო პრაიმ-ნიუსი, 13 ივლისი, 2004
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ნიკა გილაურის შეფასებით, "სახელმწიფო ელექტროსისტემაში" განხორციელებული რეორგანიზაცია ერთ-ერი წარმატებული ნაბიჯია საქართველოს ენერგოსისტემაში. როგორც პრესკონფერენციაზე გილაურმა განაცხადა, "სახელმწიფო ელექტროსისტემაში" თანამშრომელთა შემცირებით ორგანიზაცია უფრო ეფექტური გახდება და მისი მართვა მოქნილი იქნება.
როგროც პრესკონფერენციაზე " სახელმწიფო ელექტროსისტემის" გენერალურმა დირექტორმა ბრაიან ქრონლინ განაცხადა, მენეჯმენტ-ჯგუფმა შეიმუშავა და მიიღOახალი სტრუქტურა, რომელიც მიზნად ისახავს კადრების დაკომპლექტების ოპტიმიზაციას. "ეს ხელს შეუწყობს გადაცრმა-დისპეტჩერული მომსახურების გაუმჯობესებას და მომხმარებლების მოთხოვნების დაკმაყოფილებას. კომპანიის მართვის ეფექტური განხორციელებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყო სამუშაო ძალის რეორგანიზაცია. ამ პროცესში თანამშრომელთა სამსახურიდან გათავისუფლება გარდაუვალი იყო შემცირებული თანამშრომლები, რომელთა რიცხვი დაახლეობით 1800-ია, საქართველოს შრომითი კანონმდებლობის თანახმად, კომპენსაციას მიიღებენ", - განაცხადა ქრონლიმ.
მისი თქმით, თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლება ძალზე რთული პროცესია, თუმცა კომპანიის მენეჯმენტის მიზანია, ელექტროენერგიის გადაცემა-დისპეჩერული მომსახურება ეფექტურად და დაბალი ტარიფით განხორციელდეს.
"ამიერიდან ჩვენ უნდა ვაშენოთ კომპანია, რომნელიც საუკეთესო მომსახურებას გაუწევს ქართულ მრეწველობას, ბიზნესსა და ხალხს", - აღნიშნა ქრონლიმ.
მისივე თქმით, სახელფასო დავალიანებას მიიღებენ "სახელმწიფო ელექტროსისტემის" ის თანამშრომლები, რომლებმაც კომპანია საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს.
5. ენერგეტიკოსები გენერაციის ობიექტების პრივატიზაციას აპროტესტებენ
საინფორმაციო სააგენტო პრაიმ-ნიუსი, 15 ივლისი, 2004
,,საქართველოს ენერგეტიკოსთა ასოციაციას" ენერგეტიკული ობიექტების განსახელმწიფოებრიობა ამ ეტაპზე დაუშვებლად მიაჩნია.
როგორც საზოგადოების თავჯდომარემ მირონ ფირცხელანმა განახდა, ენერგოგენერაციის ობიექტების პრივატიზირება იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს წარმატებული ელექტროენერგიის შემსყიდველი ბაზარი, დაუშვებელია.
,,დღეს არსებული სქემის მიხედვით, გენერაციის ობიექტები ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრისგან მიწოდებულ ელექტროენერგიის საფასურის მხოლოდ 20 პროცენტს იღებენ. ბაზარი ელექტროენერგიას აწვდის გამანაწილებელ კომპანიებს, რომელთა გადახდის მაჩვენებელი 16 პროცენტს არ აღემატება. არცერთი კერძო მესაკუთრე ბაზრისათვის ელექტროენერგიისუფასოდ მიწოდებას არ დათანხმდება, ამიტომ ეკონომიკის სამინისტრომ, პირველ რიგში, ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის და ელექტროგამანაწილებელი კომპანიების პრივატიზაციაზე უნდა იფიქროს, წინააღმდეგ შემთხვევაში გაყიდული გენერაციის ობიექტები გაჩEრდება, რაც ისედაც არსებულ ენერგოდეფიციტს კიდევ უფრო გააღრმავებს", - განაცხადა მირონ ფირცხელანმა.
მიუხედავად ამ განცხადებისა, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ შემუშავებულ საპრივატიზაციო ობიექტების პირველ ნუსხაში უკვე შესულია იმერეთში არსებული 5 ჰიდროელექტროსადგური - ძევრულჰესი, შაორჰესი, რიონჰესი, გუმათჰესი და ლაჯანურჰესი. რაც შეეხება დანარჩენ ენერგოობიექტებს, ისინი სავარაუდოდ პრივატიზაციის შემდგომ ეტაპზე განსხვისდება.
ეკონომიკური განვითარების სამინისტროში ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ელექტროგამანაწილებელი კომპანიების პრივატიზაციაზე ჯერ-ჯერობით არაფერს საუბრობენ. ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრი მართვის უფლებით ესპანურ კონცერნ ,,იბედროლას" აქვს გადაცემული. გამანაწილებელი კომპანიებიდან კერძო საკუთრებაშია ,,თელასი" და ,,კახეთის ენერგოდისტრიბუცია", ხოლო სახელმწიფო საკუთრებაშია ,,აჭარის სადისრიბუციო ენერგოკომპანია" და საქრთველოს გარეთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია, რომელსაც ამჯამად ამერიკული კომპანია ,,ოი-აი-კონსალტინგი" მართავს.
სიახლეები ენერგეტიკის სფეროში 20 ივლისი, 2004
შინაარსი:
1. ”თბილსრესის“ ენერგობლოკებს ”იტერას“ შესთავაზებენ
საინფორმაციო სააგენტო ინტერ-პრესი, 18 ივლსის, 2004
სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილ ”თბილსრესის“ ენერგობლოკებს ენერგეტიკის სამინისტრო ენერგეტიკულ კომპანია ”იტერას “ შესთავაზებს. ამის შესახებ ინტერ-პრესს ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა განუცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო დაკუთრებაში დარჩენილი მესამე და მეოთხე ენერგობლოკების პრივატიზაცია აუცილებლად განხორციელდება. ”ბლოკბის მუშაობისათის საჭიროა მათი გაზით უზრუნველყოფა, რასაც თვეში სულ ცოტა 3 მლტ. დოლარი სჭირდება. თუ ”იტერა“ ჩვენს წინადადებას დათანხმდა და ბლოკების შეძენა მოისურვა, ”თბილსრესს“ ზამთრის სეზონზე ხუთI თვის განმავლობაში ამუშავებს. ამის სანაცვლოდ კომპანია ”აზოტისათვის“ საჭირო ელექტროენერგიას ენერგოსისტემიდან მთელი წლის განმავლობაში შეუზღუდავად მიიღEბს“, - განაცხადა გილაურმა.
აღნიშნულ საკითხთაქნ დაკავშირებით “იტერას” პოზიცია ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სავარაუდოდ. ეს საკითხი კომპანიის მმართველთა საბჭოს თავჯმდომარის ვალერი ოტჩერცოვის თბილისში რამდენიმე დღისწინანდელი ვიზიტის დროს განიხილეს. ოტჩერცოვი გილაურთან ერთად ეკონომიკური განვითარების მინისტრს კახა ბენდუქიძეს შეხვდა.
2. “ხრამი-1”-ის რეაბილიტაციისათვის 4 მლნ. დოლარი დაიხარჯება
საინფორმაციო სააგენტო ინტერ-პრესი, 18 ივლსის, 2004
“ხრამი-1”-ის რეაბილიტაციისათვის კომპანია “რაოეესი” წელლს 4 მლნ დოლარს დახარჯავს, როგორც ინტერ-პრესს ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა განუცხდა, რუსები მზად არიან მენეჯმენტ-კონტრაქტით გათვალისწინებული პირობა შეასრულონ და “ხრამი-1”-ის რეაბილიტაციისაზე 4 მლნ. დოლარი დაიხარჯონ.
”სარეაბილიტაციო სამუშაობეი ”რაოესმა“ შემოდგომაზე უნდა დაიწყოს რათა ზამთრისათვის ”ელექტროსისტემამ“ ჰესის მიერ გამომუშავებული 90 მეგავატი შეუფერხებლად მიიღოს“, - განაცხადა გილაურმა.
“ხრამი-1”-ის ჰიდროელექტროსადგური გერმანელებმა გასული საუკუნის 40-იან წლებში ააშენეს. ჰესში სამი აგრეგატი მუშAობს. თითოეულის დადგმული სიმძლავრე 30 მეგავატია.
3. ჩვენი ენერგეტიკის რეაბილიტაციაში ირლანდიელებს გერმანელები დაეხმარებიან
“24 საათი”, 14 ივლისი, 2004
საქართველოს ენერგეტიკის სექტორს დონორები დარგის ფინანსურ ინექცირებას განაგრძობენ. ჯერჯერობით, წლების წინ გამოყოფილი და მოგვიანებით გაყინული კრედიტების ათვისება გრძელდება. ამ ორი წლის წინ დაწყებული "საბითუმო ბაზრის" მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში, გუშინ კომპანია "ლამაიერ ინტერნეიშენალთან" "სახელმწიფო ელექტროსისტემის" ირლანდიელმა მმართველმა "ი-ეეს-ბი-აიმ" ოფიციალურად გააფორმა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც გერმანელები ირლანდიელებს საქართველოს ენერგოსისტემის რეაბილიტაციის პროცესში კონსულტაციებს გაუწევენ
"ლამაიერ ინტერნეიშენალთან" "ი-ეეს-ბი-აის" საბითუმო ბაზრის მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო პროექტის განხორციელებაში დაეხმარება. "ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის მხარდამჭერი პროექტი" მსოფლიო ბანკმა 2001 წლის დასაწყისში დააფინანსა, თუმცა პარლამენტმა ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულების რატიფიკაცია მხოლოდ გასული წლის აპრილში მოახდინა. პროექტს მსოფლიო ბანკთან ერთად, გერმანიის რეკონსტრუქციისა და გავითარების ბანკი (E="Aრიალ">KFჭ) აფინანსებს.
სწორედ ამ პროექტის ფარგლებში გასახორციელებელი სამუშაოების შემსრულებელთა მოძიების მიზტით, "ლამაიერ ინტერნეიშენალი" ახალ ტენდერს გამოაცხადებს და პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებასაც თავად მოამზადებს. მისი დახმარებით მოძიებულმა ფირმამ ქვეყნის ენერგოსისტემის ცენტრალურ სადისპეჩეროში უახლესი სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგია - ე. წ. "სკადას" სისტემა უნდა დანერგოს. გარდა ამისა, უნდა განახორციელოს მაღალი ძაბვის ქვესადგურების გამრიცხველიანება და სისტემაში კავშირგაბმულობის რეაბილიტაცია.
"ლამაიერ ინტერნეიშენალთან” გაფორმებული კონტრაქტის მოცულობა 1‚3 მილიონ ევროს შეადგენს. პროექტის ხანგრძლივობა 31 თვეა. ენერგეტიკის მინისტრიეს ნიკა გილაურის შეფასებით, ის "ენერგოსისტემის მართვის პროცესს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს".
ახალ კონსულტანტს "სახელმწიფო ელექტროსისტემა" გადახალისებული მენეჯმენტთა და ოპტიმიზებული საკადრო შემდგენლობით შეხვდება. ჯერ ერთი, კომპანიის რეორგანიზების შემდეგ "სახელმწიფო ელექტროსისტემიდან" "ი-ეს-ბი-აიმ" 1400 თანამშრომელი დაითხოვა და მხოლოდ 2700-მდე სპეციალისტი დატოვა. მეორეც - კომპანიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. "ელექტროსისტემის" ირლანდიელი გენერალური დირექტორი ბრაიან ქრონლი ამ თანამდებობაზე ასევე ირლანდიელმა, ჯო კორბეტმა შეცვალა.
უკვე ძალიან გენერალური დირექტორის, ბრაიან ქრონლის მტკიცებით, ირლანდიელმა მენეჯერებმა კადრების ოპტიმიზაცია ქვეყნის შრომითი კანონმდებლობის სრული დაცვით განახორციელეს და სამსახურიდან დათხოცნილილებს, სახელფასო დავალიანების გარდა, კომპენსაციებიც დაურიგეს. რეორგანიზაციისა და სახელფასო დავალიანებების გასტუმრებისთვის ელექტროსისტემამ 7,2 მილიონი ლარი მსოფლიო ბანკისაგან მიიღო.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას დავალიანებები ბლომად დარჩა, კრედიტორები კი კომპანიას დღემდე ედავებიან. მსოფლიო ბანკის მიერ შერჩEულმა სააუდიტორო ფირმამ "ბიეკერ ტილიომ" "სახელმწიფო ელექტროსისტმა" გადახდისუუნარო კომპანიად ჯერ კიდევ 2002 წელს გამოაცხადა. მისი დასკვნის საფუძველეზე, კომპანიის ირლანდიელმა მენეჯერებმა "სახელმწიფო ელექტროსისტმა" გადახდისუუნაროდ ოფიციალურად გამოაცხადეს და რებილიტაციის რეჯიმში ფადაიყვანის თხოვნით სასამართლოსაც თავად მიმართეს.
კომპანიის ირლანდიერი მენეჯერების სარჩელი ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ 2004 წლის 9 ივლისს დააკმაყოფილა: მან "სახელმწიფო ელექტროსისტმის" საბანკროტო პროცედურა შეაჩერა და კომპანიას 18 თვიანი სარეაბილიტაციო ვადა მისცა. "ამ ვადაში კომპანია სარეაბილიტაციო რეჯიმში იმუშავებს და შესაძლებლობა ექნება, ფინანსურად ძლიერ საწარმოს გარდაიქმნას," - დარწმუნებულია "სახელმწიფო ელექტროსისტემის" უკვე ყოფილი გენერალური დირექტორი ბრაიან ქრონლი.
შეგახსენებღ, რომ "ელექტროსისტემის" ვალების უმრავლესობას ენერგეტიკის დარგის მესვეურები ეჭვქვეშ აყენებენ, ამიტომ ამ, ვალების წარმოშობის ისტორიების შესასწავლად დონორებმა საგანგებო სააგენტოს შექმნას დაუჭირეს მხარი და ამ უწყების ჩამოყალიბებისათვის აუცილებელი თანხებიც თავად გაიღეს.
სიახლეები ენერგეტიკის სფეროში 26 ივლისი, 2004
სარჩევი:
1. „რაოესსი“ საქართველოში მიმდინარე პრივატიზაციის პროცესით დაინტერესებულია
რუსთავი2, 22 ივლისი, 2004
„რაოესის“ გამგეობის წევრი, სააქციო საზოგადოება „თელასის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე, ანდრეი რაპაპორტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ზურაბ ჟვანიას შეხვდა, შეხვედრის დასრულების შემდეგ, რაპაპორტმა ჟურნლისტებთან საუბარში განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას მომავალი სეზონისთვის მზადების სტრატეგია დაისახა.
ამასთან, „რაო-ესის" ხელმძღვანელი აცხადებდა, რომ იგი საქართველოს ყველა ენერგოობიექტების შესყიდვით არის დაინტერესებული, რის გამოც საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებულ პრივატიზაციის პროცესში მონაწილეობას მიიღებს. „რაო-ეესი" პრივატიზაციაში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს. ჩვენ განსაკუთრებული ინტერესი „ენგურჰესის" მიმართ გაგვაჩნია - განაცხადა რაპაპორტმა. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე გადაწყდა, რომ 15 აგვისტომდე შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელიც „თელასის" მიმართ არესბული საბიუჯეტო ორგანიზაციერბის და ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარის დავალიანების პრობლემის მოგვარებას.
2. სამიზნეშია - ,,მარცხენა” ხაზები
Свободная Грузия, 22 ივლისი, 2004
სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის ნიკა გილაურისა და ,,თელასის” გენერალური დირექტორის ინიციატივით, ჟურნალისტებისთვის გუშინ საჩვენებელი ღონისძიება მოეწყო. ე. წ. ,,მარცხენა” მომხმარებლის ჩვენებით ნათელი გახდა თუ რაოდენ ცუდადაა დაცული საბიუჯეტო თანხები და რაოდენ შეღავათიანად გრძნობენ თავს ენერგეტიკული ,,პირატები”.
სტატიაში მაგალითადაა მოყვანილი ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფოსა და პედაგოგიური კოლეჯის მიერ მოხმარებული ენერგიის დავალიანება. ასევე ევდოშვილის ქუჩაზე რამდენიმე მაცხოვრებელი, რომელთაც დაწიმული აქვთ ,,ლევი ხაზები”.
ფაქტების დაჯგუფებით საუბარია მილიონობით ლარის ზარალზე, როგორც ქალაქის ბიუჯეტისთვის ასევე ენერგოკომპანიისთვის.
გილაურის განცხადებით, ახლადშექმნილი ჯგუფი მინიმუმამდე შეამცირებს ენერგიის დატაცების ფაქტებს და მოახდენს თანხების ოპტიმიზაციას. ასევე აღინიშნა ამ საკითხთან დაკაბსირებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შესატანი ცვლილებების მნიშვნელობაც.
3. „თელასი" '„რაო-ესს" -ს ვალებს ვერ უსტუმრებს
საინფორმაციო სააგენტო პრაიმ-ნიუსი, 23 ივლისი, 2004
„რაო-ესს" მისი კუთვნილი „თელასის" საქმიანობით კმაყოფილია, თუმცა შეშფოთებულია, რომ კომპანიის მომგებიანობა მხოლოდ საფინანსო დოკუმენტები მოწმობენ. მიუხედავად იმისა, რომ „თელასმა" ელექტროენერგიის ამოღების მაჩვენებლები საკმაოდ გაზარდა, „რაო-ეესმა" მე-9 ენერგობლოკის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფისათვის დამატებითი 15 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია გამოყო. ეს ვალი „რაოს" „თელასისაგან" უკან არ Mმიუღია" -განაცხადა „რაო-ესს"-ის მმართველის მოადგილე ანდრეი რაპაპორტმა პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასთან ხუთშაბათს გამართული შეხვედრის შემდეგ.
რაპაპორტის თბილისში ვიზიტის მიზანი, მისი სიტყვებით, საქართველოს მთავრობასთან ენერგოსისტემის შემოდგომა-ზამთრის პერიოდისათვის მზადების განხილვა და „თელასის" სამეთვალყურეო სხდომაზე დასწრებაა. „რაო-ეეს"-ის მაღალჩინოსნების ინფორმაციით, რუსული კომპანია „თელასის" ქსელების რეაბილიტაციისათვის დამატებით ინვესტიციებს გამოყოფს და ასევე 4 მილიონი აშშდოლარის ინვესტიციას გასცემს „ხრამი-1"-ის ჰესის რეაბილიტაციისათვის, რაც სისტემის დამატებით 90-100 მეგავატ ელექტროენერგიას შემატებს. ასევე პირველი ოქტომბრიდან „თელასი" დღე-ღამეში 150 მეგავტი ელექტროენერგიის იმპორტს დაიწყებს სომხეთიდან ხოლო რუსეთიდან 50 მეგავატს შემოიტანს.
4. რაო-ეეს ენგურჰესის ყიდვის სურვილიც აქვს
საინფორმაციო სააგენტო პრაიმ-ნიუსი, 23 ივლისი, 2004
რუსული კომპანია „რაო-ეესი" საქართველოს ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტების პრივატიზაციით ინტერესდება. როგორც კომპანიის მმართველის მოადგილემ რაპაპორტმა ხუთსაბათს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა „რაო-ეესი" განსაკუთრებულ ინტერესს ენგურის ჰიდროელექტროსადგურის მიმართ იჩენს. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობა სადგურის გაყიდვას გადაწყვეტს, კომპანია მის შესყიდვაზე იფიქრებს. ამ ეტაპზე ჩვენი ინტერესები მხოლოდ გენერაციის ობიექტებზე ჩერდება, ხოლო ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიები და განსაკუთრებით, გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია,რომელსაც ამჟამად ამერიკული კომპანია მართავს, „რაო-ეეს"-ს ჯერჯერობით არ აინტერესებს“,-განაცხადა რაპაპორტმა. მიუხედავად რუსული ენერგოგიგანტის სურვილისა, ენგურჰესი საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში ჯერჯერობით არ შედის.
როგორც ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა პრაიმ-ნიუსს განუცხადა, „რაო-ეეს"-მა ჰესის პრივატიზაციით დაინტერესება არაერთხელ გამომჟღვანდა, თუმცა ამ ეტაპზე ენგურჰესის გასხვისება არ იეგემება. ეკონომიკური განვითარების მინისტრის კახა ბენდუქიძის განცხადებით, კი სადგურის პრივატიზაცია მხოლოდ დიდი პოლიტიკური გარიგების ფასად მოხდება.
5. საქართველოს მთავრობა და "რაო ეესი” ურთიერთობებს არკვევენ
მთავარი გაზეთი, 22 ივლისი, 2004
საქართველოში დიდი პრივატიზაცია დაიწყო და რუსულმა ენერგოკომპანია "რაო ეესმა” საკუთარი წარმომადგენელი დროულად მოავლინა. კომპანიის გამგეობის წევრმა ანდრეი რაპოპორტმა პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასთან გუშინდელი შეხვედრისას კარტი ნახევრად გახსნა და რუსული მხარის შორსმიმავალი მიზნები მხოლოდ ნაწილობრივ გაამხილა.
რაპოპორტის ამ ვიზიტის დროს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ "რაო ეესი” პოლიტიკურ ფუნქციასაც ისევე წარმატებით ითავსებს, როგორც _ ეკონომიკურსა და ენერგეტიკულს. ამაზე ორი გარემოებაც კარგად მიანიშნებს. პირველი, მის მიმართ "თელასის” დავალიანება 15 მილიონ დოლარს შეადგენს, მაგრამ ამ ფაქტს ძალზე მშვიდად ხვდება რუსული მხარე და საქართველოს მთავრობისთვის ყურის აწევას არ აპირებს. უფრო მეტიც, რაპოპორტი აღნიშნავს, რომ დიდსულოვანი რუსული კომპანია ჩვენს ქვეყანაში დამატებით 9 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ამ თანხიდან 5 მილიონი დოლარი თბილისის ელექტროგამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციას მოხმარდება, ხოლო 4 მილიონი დოლარი _ხრამი 1-ს. მეორე გარემოება კი რაპოპორტის საქართველოში ვიზიტის დრო და მისი საკმაოდ თამამი განცხადებაა: "რაო ეესს” საქართველოს ყველა ენერგოობიექტის შესყიდვა აინტერესებს, "გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის” გარდა, რომელსაც ამერიკელები მართავენ.
საინტერესოა ისიც, რომ რაპოპორტის საქართველოში ჩამოსვლას ოფიციალურად სხვა ძირითადი მოტივი აქვს. თურმე "თელასში” არაერთი პრობლემა დაგროვდა და თანაც, ზამთრის სეზონისთვის მზადება აქედანვე უნდა დაიწყოს. მართალია, შედარებით გაუმჯობესდა დენის საფასურის ამოღება და საერთო ტექნიკური მდგომარეობა, მაგრამ ამის პარალელურად არსებობს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრისა და სახელმწიფო ორგანიზაციების დიდი დავალიანება "თელასის” მიმართ. თუმცა ეს მიმდინარე საკითხებია და მათ მეტ-ნაკლებად მოგვარებას რუსები ყოველთვის შეძლებენ.
რაპოპორტის საუბრის ტონი მეგობრულია, მაგრამ იგი ქვეტექსტებით აიძულებს ქვეყნის ხელისუფლებას, "რაო ეესთან” წარმოქმნილი პრობლემები 15 აგვისტომდე მოაგვაროს. სამაგიეროდ, ჩვენ რომ გვიჭირს საკუთარი ობიექტების მოვლა, იგი მოუვლის საიმედოდ. ’
ენერგეტიკის მინისტრ ნიკა გილაურის ხელმძღვანელობით მალე ჩამოყალიბდება ორმხრივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც "რაო ეესთან” შექმნილ ყველა პრობლემას უახლოეს დღეებში მოაგვარებს. გახარებულია საქართველოს ხელისუფლებაც. მას იმედი აქვს, რომ სტრატეგიულ ენერგეტიკულ ობიექტებს სარფიანად გაყიდის და ქართულ ენერგეტიკასაც საშველი დაადგება.
6. "ტყიბულნახშირს" და ფოთის "წყალკანალს" ელექტროენერგია შეუწყდება
,,მთავარი გაზეთი”, 20 ივლისი, 2004
ქართული ობიექტები მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს ვერ იხდიან. ამჯერად კრიტიკულ მდგომარეობაში ფოთის "წყალკანალი” და ს. ს "ტყიბულნახშირი” აღმოჩნდა. ობიექტებს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობით ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის მიმართ დავალიანებები დაუგროვდათ. თუკი ისინი დავალიანებებს დროულად არ დაფარავენ, სესბი მათ ელექტროენერგიის მიწოდებას შეუწყვეტს.
ფოთის "წყალკანალს” სესბ-ის 347 ათას 131 ლარი მართებს. სესბი მიმდინარე დავალიანების გადახდასთან ერთად ძველი დავალიანების ნაწილის დაფარვასაც ითხოვს. თუმცა ფოთის "წყალკანალმა” სესბ-ის ანგარიშზე მაისში 15 ათას 251 ლარიდან მხოლოდ 7 ათას 500 ლარი გადარიცხა. არადა, სესბ-მა ფოთის ადმინისტრაციას ჯერ კიდევ მაისში შეატყობინა, რომ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში ელექტროენერგია შეუწყდებოდა.
ფოთის "წყალკანალის” გათიშვას სახელმწიფო ელექტროსისტემაც ითხოვს, მასთან "წყალკანალს” პირდაპირი კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული და დავალიანება მის მიმართაც დაუგროვდა.
რაც შეეხება "ტყიბულნახშირს,” აქ პრობლემები დიდი ხანია არსებობს. დავალიანების გადაუხდელობის გამო "ტყიბულნახშირს” ენერგია დეკემბრიდან შეზღუდვით მიეწოდება. გაფრთხილებების მიუხედავად, "ტყიბულნახშირი” კვლავ ურჩ გადამხდელად რჩება. 2004 წლის იანვრიდან მან 14 ათასი ლარის გადახდა მოახერხა. სულ ბაზრისადმი დავალიანება 3 მილიონ ლარს აღემატება.
7. არალეგალური ელექტროქსელების აღმოსაჩენად
საინფორმაციო სააგენტო ინტერ-პრესი, 22 ივლისი, 2004
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური და კომპანია „თელასის" გენერალური დირექტორი დანგირას მიკოლაიუნსი ოთხშაბათს თბილისში არალეგალურად გაყვანილი ელექტროქსელების აღმოჩენას ცდილობდნენ. მინისტრი კომპანიის ხელმძღვანელებYან ერთად რესპუბლიკურ საავადმყოფოში მივიდა. საიდანაც ელექტროენერგია თვითნებურად 65 ობიექტს აქვს გაყვანილი. გილაურმა ენერგოზედამხედველობის სამსახურს შესაბამისი ღონისძიებების გატარება მოსთხოვა და განაცხადა, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან კომერციული სტრუქტურებისათვის ელექტრონენრგიის არალეგალური მოწოდება ბიუჯეტისთვის მძიმე ტვირთია. გილაურმა და მიკოლაიუნსმა დიღმის გზაზე მდებარე სახელმწიფო პედაგოგიური კოლეჯიდან ბენზინგასამართი სადგურებისა და რესტორნებისათვის ელექტროენერგიის მიწოდების ფაქტი დააფიქსირეს. ასევე დაფიქსირდა ევდოშვილის ქუჩაზე გარეგანათბეის ქსელიდან მოსახლეობის მიერ გადაყვანილი არალეგალური ელექტროსადენები. მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება გამანაწილებელ ელექტროკომპანიებს ელექტროენერგიის დატაცების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება. „მომზადებულია ცვლილებები სისხლის სამრთლის კოდექსში, სადაც ელექტროენერგიის დამტაცებლების მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იქნება გათვალისწინებული",- განაცხადა გილაურმა.
8. ხვალ თბილისში კომპანია ,,რაოეესის” გამგეობის საბჭოს წევრი ანდრეი რაპაპორტი ჩამოვა
საინფორმაციო სააგენტო ინტერ-პრესი
ანდრეი რაპაპორტი ,,თელასის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. მისი თბილისში სტუმრობის მიზანი კომპანია ,,თელასის” სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ჩატარებაა. იგი ენერგეტიკის მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და პრემიერ-მინისტრს შეხვდება.
9. ,,გაზპრომი” დღეს 12 საათიდან თბილისს ბუნებრივი აირის მიწოდებას შეუმცირებს
საინფორმაციო სააგენტო ინტერ-პრესი
დავალიანების გადაუხდელობის გამო გაზმომარაგება შეუწყდება ვარკეთილს, თემქას, მოსკოვის პროსპექტსა და ჩუღურეთს.
10. იაპონია შესაძლოა საქართველოში მიმდინარე პრივატიზაციის პროცესსი ჩაერთოს
საინფორმაციო სააგენტო ინტერ-პრესი, 20 ივლისი, 2004
გუშინ პრემიერ- მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ იაპონიის დელეგაცია მიიღო. შეხვედრაზე ტოკიოს სავაჭრო ცენტრის თავმჯდომარემ ტორუ ტოი შინმა განაცხადა, რომ მათთვის განსაკუთრებულ ინტერესს საქართველოს ენერგეტიკული ობიექტები წარმოადგენს.
სიახლეები ენერგეტიკის სფეროში 28 ივლისი, 2004
სარჩევი:
1. ქართულ ენერგეტიკაში დიდი რუსული კაპიტალი მოდის
2. ათვისებული "ფერო" და აუთვისებელი ენგურჰესი
3. სომხეთი გამოყოფს ტერიტორიას საქართველოში ელექტროენერგიის ექსპორტისათვის
1. ქართულ ენერგეტიკაში დიდი რუსული კაპიტალი მოდის
მთავარი გაზეთი, 26 ივლისი, 2004
საქართველოში გამოცხადებულმა აგრესიულმა პრივატიზაციამ უცხოელი ინვესტორები გამოაცოცხლა. ქართული საპრივატიზაციო ობიექტებისადმი უკვე გარკვეული ინტერესებიც გაჩნდა. გასაყიდად გამზადებულ ობიექტთა შორის, ს. ს "თბილავიამშენი", ს. ს რუსთავის "მეტალურგიული კომბინატი", ს. ს "ჭიათურმანგანუმი", ს. ს "აზოტი", შპს "საქართველოს ელექტროკავშირი,” შპს "საქართველოს ტელეკომი," ს. ს "თბილისის საერთაშორისო აეროპორტი" ფიგურირებს. ამ მნიშვნელოვანი ობიექტების გარდა, ნუსხაში ხუთი ენერგოობიექტი – ძევრულჰესი, შაორჰესი, რიონჰესი, გუმათჰესი, ლაჯანურჰესი შედის.
იმის მიუხედავად, რომ ეკონომიკის განვითარების მინისტრმა კახა ბენდუქიძემ ამ ობიექტებისადმი ინტერესების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა, იგი მაინც წინ არ უსწრებს მოვლენებს და დაინტერესებულ კონკრეტულ კომპანიებს არ ასახელებს. ზოგადად კი ინტერესი დიდია როგორც რუსეთის, ასევე ისრაელის, უკრაინისა და სხვა ქვეყნების ბიზნესსამყაროს წარმომადგენელთა მხრიდან. გავრცელებული ინფორმაციით, ინვესტორთა ინტერესის სფეროს წარმოადგენს "საქართველოს ელექტროკავშირი," "საქართველოს ტელეკომი" და ჰიდროენერგეტიკული ობიექტები. ქართველები უკვე შეეგუვნენ მოსაზრებას, რომ ქართული ენერგეტიკის ობიექტებით რუსული "რაო ეესია” დაინტერესებული. მას შემდეგ, რაც ამერიკულმა კორპორაციამ საქართველოს ენერგეტიკული ბაზარი "მიატოვა,” მათი ადგილი რუსებმა დაიკავეს. ამის შედეგად მათ ხელში აღმოჩნდა თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანია "თელასი,” მეცხრე და მეათე ენერგობლოკი, ჰესები ხრამი-1 და ხრამი-2.
თელასი და მეცხრე-მეათე ბლოკები უკვე რუსების მფლობელობაშია, რუსებს, მართალია, ხრამჰესების მათი შესყიდვის სურვილი აქვთ, თუმცა ხელისუფლებას ამ ჰიდროენერგეტიკულ ობიექტებზე პრივატიზაცია არ გამოუცხადებია. არ არის გამორიცხული, რომ ეს ჰესები 25-წლიანი მართვის უფლებიდან რუსებს მფლობელობაში გადაეცეთ. ეს საკითხი, სავარაუდოდ, მხოლოდ მას შემდეგ გაირკვევა, რაც საქართველოს ხელისუფლება იაპონურ მხარეს (რომელმაც ხრამი-2-ის რეაბილიტაციისთვის კრედიტი გამოყო) დაიყოლიებს, რომ კრედიტი რუსებმა აითვისონ.
რუსები ქართულ ენერგეტიკაში შეისყიდიან ყველაფერს, რასაც კი შესთავაზებენ, ერთადერთი კომპანია, რომლის შესყიდვისგან რუსული "რაო ეესი” თავს იკავებს, გაერთიანებული სადისტრიბუციო კომპანიაა. როგორც ჩანს, რუსებს ამერიკელ მენეჯერთან, რომელიც სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობს, პაექრობა არ სურს.
ეს მოსაზრება კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოში ვიზიტად მყოფმა კომპანია "რაო ეესის” გამგეობის წევრმა და თბილისის ელექტროგამანაწილებელ კომპანია "თელასის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ანდრეი რაპოპორტმა. თუკი რაპოპორტის განცხადებებს გავითვალისწინებთ, უკვე რუსები საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანილი 5 ჰესითაც შეიძლება დაინტერესდნენ.
ენგურჰესის მიმართ "რაო ეესს" ამბიცია ისევ არ განელებია, შესაბამისად, იგი ენგურჰესზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს. "ჩვენ განსაკუთრებული ინტერესი ენგურჰესის მიმართ გაგვაჩნია," – აცხადებს რაპოპორტი ჟურნალისტებთან საუბრისას. ააყვავებს თუ არა რუსული კაპიტალი ქართულ ენერგეტიკას, წინასწარ ამის გათვლა წარმოუდგენელია, ერთი კი ნათელია, რომ ქართულ ენერგოობიექტებში არსებული მდგომარეობის გამოსწორება სოლიდურ კაპიტალს მოითხოვს, რეაბილიტაციის განხორციელება კი გარკვეულ დროს. მაშინ როდესაც ჯერ სრული საპრივატიზაციო ნუსხა არ არსებობს, ეს მაინც შორეული პერსპექტივაა, მეორე მხრივ კი, რუსებს სამომხმარებლო ბაზარზე ისევ ქაოსი და გადამხდელთა მცირე რაოდენობა ხვდება. რუსებს ეტყობა ეს პრობლემა დიდად არ აღელვებთ და იმედოვნებენ, რომ ქართველ მომხმარებელს ადრე თუ გვიან "მოარჯულებს".
"რაო ეესი” ქართულ ბაზარზე ათი თვის წინ შემოვიდა. "თელასში" 15 მილიონი დოლარის ინვესტიცია უკვე განახორციელა. თბილისის ქსელების რეაბილიტაციისთვის კიდევ 5 მილიონი დოლარის ინვესტირება იგეგმება, ხოლო ხრამი 1-ის რეაბილიტაციისთვის წლის ბოლომდე 4 მილიონი დოლარი დაიხარჯება.
რა კაპიტალს მიიღებს მომავალში ქართული მხარე ენერგოობიექტების გაყიდვით, ამაზე საუბარი ნაადრევია. მით უმეტეს, რომ ამ კატეგორიის ობიექტებიდან ხელისუფლებამ თავის საპრივატიზაციო ნუსხაში ჯერჯერობით მხოლოდ 5 ჰესი შეიტანა. ნაკლებად სავარაუდოა, ქართული ჰესებით რეალურად სხვა ქვეყნების ენერგეტიკული კომპანიები დაინტერესდნენ, თუმცა თუ ვინმე დაინტერესდა და რუსებს პრივატიზაციაში ოპონენტი გამოუჩნდა, ქართულ ბიუჯეტს ნამდვილად გაუმართლებს, რადგან კაპიტალის ოპონირებით კონკურენცია გაიზრდებაE="Gეო ჰტტპ"> და ობიექტებიც უფრო ძვირად გაიყიდება. აღსანიშნავია, რომ რუსებს კონკურენტებად ქართულ ენერგეტიკულ ობიექტებში ესა თუ ის ევროპული ორგანიზაციები გამოუჩნდნენ. თბილგაზის აქციათა 35 პროცენტის პაკეტის შეძენას ევრობანკი აპირებს, რომელიც ასევე დაინტერესებულია ენგურჰესში სარეაბილიტაციო პროექტის განხორციელებით.
2. ათვისებული "ფერო" და აუთვისებელი ენგურჰესი
მთავარი გაზეთი, 26 ივლისი, 2004
"ჩვენ მივესალმებით დიდი პრივატიზაციის პროცესს, რომელიც საქართველოში დაიწყო. მივესამლებით, რადგან მთავრობა ვერ აწარმოებს ბიზნესს. აპრობირებულია _ თანამედროვე მსოფლიოში ყველაზე დიდი ძალა აქვს თავისუფალ კაპიტალსა და თავისუფალ ბიზნესს, კერძო სექტორს. მთავარია, რომ ყველა ობიექტი სამართლიანად განფასდეს. ვიმეორებ, ამერიკა მხარს უჭერს თქვენთან მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს".
სტივენ მანი აშშ–ის სახელმწიფო ადმინისტრაციის წარმომადგენელი კასპიის ენერგორესურსების გამოყენების საკითხებში.
თბილისი, 2004 წელი, ივლისი
"ყველაფერი გაიყიდება სინდისის გარდა, იცოდეთ, ინვესტორები ზურგზე ვერ მოიკიდებენ საწარმოებსა და სხვადასხვა ობიექტებს".
კახა ბენდუქიძე
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი
თბილისი, 2004 წელი, მაისი
"რაო ეესი" დაინტერესებულია ენგურჰესით".
ანდრეი რაპოპორტი
"რაო ეესის" გამგეობის წევრი
თბილისი, 2004 წელი, ივლისი
"ენგურჰესი არ იყიდება, არც ახლა და ალბათ არც მომავალში".
კახა ბენდუქიძე
თბილისი, 2004 წელი, ივლისი
"რაო ეესი" არ არის დაინტერესებული იმ საწარმოებით, რომლებშიც ამერიკელები არიან"
ანდრეი რაპოპორტი
თბილისი, 2004 წელი, ივლისი
დიდი ქართული პრივატიზაციის პროცესი საკმაოდ მტკივნეულად მიმდინარეობს. საწარმოთა განსახელმწიფოებრიობის მოწინააღმდეგეების აზრით, ბენდუქიძემ სტრატეგიული შეცდომა მაშინ დაუშვა, როდესაც განაცხადა, რომ სინდისის გარდა ყველაფერი გაიყიდება. "სინდისი" საბჭოთა ეპოქიდან ახლახან გამოსული ადამიანებისთვის ყველაფერია _ სვეტიცხოველიც, რომლის კერძო საკუთრებაში გადასვლის საკითხი არც არასოდეს დადგება და რომელიმე წვრილი საწარმოც, რომლის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებობასაც ალბათ სჯობს, რომ ეს საწარმო დაინგრეს. პრივატიზაციის დაწყებამდე არსებული მძიმე რეალობა და გარკვეული კონიუნქტურა მაინც გათვალისწინებულია. ეკონომიკის მინიტრი ინვესტორებს არ სთავაზობს ბიჭვინთისა და გაგრის სანატორიუმებს. აფხაზეთის პრობლემა ბენდუქიძეს საშუალებას არ აძლევს, აიხდინოს ოცნება _ გაყიდოს ყველაფერი, რაც გასაყიდია.
"ენგურჰესი იმიტომ არ იყიდება, რომ ამ ენერგოგიგანტით ამერიკელები არ არიან დაინტერესებული, მთავრობას სამართლიანად არ სურს, რომ ყველაფერი რუსების ხელში მოექცეს", _ ამბობს ფსიქოლოგი ემზარ კვარაცხელია.
ამ მოსაზრებას ისიც ამყარებს, რომ "რაო–ეესის" პრეზიდენტი რაპოპორტი აღნიშნავს, რომ რუსეთი არ შევა იქ, სადაც ამერიკელები უკვე არიან. რაპოპორტი ამერიკელებში უეჭველად გულისხმობს ყველა არარუსულ, მათ შორის ევროპულ კომპანიებსაც.
აღსანიშნავია, რომ ქართული პრივატიზაციის პროცესში ყველაზე ნაკლებად სწორედ ამერიკელები აქტიურობენ. მათი პასიურობა კი რუსეთს აძლევს სხვადასხვა საწარმოთა ხელში იოლად ჩაგდების, ამდენად, თეორიული ეკონომიკური ექსპანსიის განხორციელების საშუალებას. იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ ინვეტსორების მოზიდვა მეტად აუცილებელია, საქართველოს პროამერკულ მთავრობას რომელიღაც ეტაპზე შეიძლება ნერვებმაც კი უმტყუნოს და რუსებისგან დღეს შემოთავაზებული პრაქტიკული 1 დოლარი ამჯობინოს ამერიკელთა ხვალინდელ თეორიულ 2 დოლარს.
საქართველოს მთავრობას სურს დაამტკიცოს, რომ სამხრეთ კავკასიის ამ სახელმწიფოში მეტისმეტად მოგებიანი საინვესტიციო გარემოა და ამისთვის მას სათანადო მაგალითების მოშველიება და ამ მაგალითთა კარგი პრომოუშენი სჭირდება.
* * *
ოთხშაბათს, 28 ივლისს, ზესტაფონის "ფეროს" კახა ბენდუქიძისთვის უნდა ემასპინძლა. ავსტრიული ფირმა "დე–ცე–ემ დეკო მეტალის" მესვეურები ახალი ღუმელითა და ახალი ტექნოლოგიებით მას ნამდვილად ვერ გააკვირვებდნენ _ წლების განმავლობაში რუსეთის მეტალურგიისა და მანქანათმშენებლობის მამად წოდებულმა ბენდუქიძემ იცის, რომ "ფეროს" მაგალითით, პირველ რიგში, სწორედ ევროპელებსა და ამერკიელებს უნდა აჩვენოს, რომ საქართველოში განხორციელებული კარგად გათვლილი კაპიტალდაბანდება და საწარმოს გამართული მენეჯმენტი მათი ბიზნესის წარმატების საწინდარია.
"ზესტაფონის "ფერო", მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის სახით, ყოველთვიურად დაახლოებით 2 მილიონ ლარს იხდის ბიუჯეტში", _ ამბობს ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური, რომელიც ავსტრიულ კომპანიასთან თანამშრომლობით მეტად კმაყოფილია. "დე–ცე–ემის" საქართველოში შემოსვლის შემდეგ რკინიგზაზე ტვირთბრუნვა გაიზარდა" _ ამბობს რკინიგზის დეპარტამენტის ახლად დანიშნული ხელმძღვანელი დავით ონოფრიშვილი. მისი თქმით, "ფეროს" ამოქმედებას ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
"აქტიურად ვთანამშრომლობთ "ფეროსთან", რადგან მისი გამართული მუშაობა "ჭიათურმანგანუმისთვის" გადამწყვეტი ფაქტორია", _ აღნიშნავს ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი თენგიზ მოცრაძე. მისი აზრით, თუ ამ ორმა გიგანტმა სინქრონულად იმოქმედა, ქვეყნის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად შეივსება. "რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობა ალბათ გამოსწორდება, სოციალური პრობლემები აღარ იარსებებს", _ აღნიშნავს იმერეთში პრეზიდენტის რწმუნებული დავით მუმლაძე და ფიქრობს, რომ რეგიონი მალე სამაგალითო გახდება. "მთავარია, რომ პრიორიტეტებს შორის იყოს ეკოლოგიური საკითხებიც, წინააღმდეგ შემთხვევაში, არავის დავინდობთ", – მიაჩნია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ თამარ ლებანიძეს და თვლის, რომ "დე-ცე-ემის" ხელმძღვანელობა ჯერჯერობით ყველა წაყენებულ პირობას ასრულებს.
ხელისუფლების წარმომადგენლების აზრით, ერთი საწარმოს მაგალითიც საკმარისია იმის გასაგებად, როგორ მიმდინარეობს ეკონომიკური განვითარების პროცესი ქვეყანაში.
* * *
ფირმა "დე-ცე-ემი" ერთადერთი არა, მაგრამ იშვიათი გამონაკლისია, რომელმაც პოსტშევარდნაძისტულ ქვეყანაში ინვესტიციის განხორციელება გადაწყვიტა. თუმცა მას, ისევე როგორც ძალიან ბევრ უკვე არსებულ თუ პოტენციურ ინვესტორს, ხელს უშლის საკმაოდ რთული საგადასახადო სისტემა.
"ინვესტორები, მათ შორის ამერიკელები, იმიტომ ფრთხილობენ, რომ საგადასახადო სისტემა მეტად რთულია. გამოსწორდება ეს სისტემა და მერე თავად ნახავთ, რომ ყველაფერი ერთბაშად შეიცვლება", – ამბობენ ეკონომისტთა ასოციაციაში. ამ მხრივ ოპტიმიზმის საფუძველი ნამდვილად არსებობს – ამ ორგანიზაციის წევრები ახალი კოდექსის შექმნაში მონაწილეობენ. "ლიბერალური საგადასახადო კოდექსის მიღება დიდწილად განაპირობებს შემოსავლების გაზრდას", – კოლეგების აბსოლუტური უმრავლესობის აზრს ახმოვანებს პარლამენტარი კოკა გუნცაძე. სხვათა შორის, ახალი კოდექსის სასწრაფოდ, მაგრამ საფუძვლიანი ანალიზის შემდეგ მიღების მომხრეა მსხვილ გადამხდელთა კავშირიც. ამ კავშირის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ისაკაძე ამბობს, რომ კოდექსის მიღების შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდება კორუფციის მასშტაბები. "ავსტრიული კომპანია "დე-ცე-ემი" "ფეროთი" იმიტომაც დაინტერესდა, რომ ბიზნესის გაკეთების საშუალება დაინახა საქართველოში, თუ კოდექსიც გამარტივდება და უფრო მისაღები იქნება, მუშაობა გაგვიადვილდება", – ასეთია "დე-ცე-ემის" ტექნიკურ დირექტორ ჰანს მიულერის აზრი. ამ კომპანიებს თეორიულად სხვა საწარმოების მიმართაც გაუჩნდებათ ინტერესი, თუ "ფეროს" მაგალითი გაამართლებს.
"დე-ცე-ემის" ხელმძღვანელებს ეკონომიკის მინისტრმა კახა ბენდუქიძემ უმასპინძლა და ავსტრიელი ინვესტორებიც კმაყოფილი არიან მასთან შეხვედრის შედეგებით.
* * *
"საქართველოში საინვესტიციო გარემო გაურკვეველი და მოუწესრიგებელია. ჯერ ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული დამოკიდებულება ხელისუფლებასა და ბიზნესმენებს შორის. მოუგვარებელია ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი. ამის გამო უცხოელი ინვესტორები ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლისგან თავს იკავებენ", – ამბობს ავსტრიული ფირმის წარმომადგენელი საქართველოში ილია კოკაია, რომელიც ბენდუქიძესთან შეხვედრით იმიტომ არის კმაყოფილი, რომ პრივატიზაციის მთავარი ლობისტი მათ დახმარებას აღუთქვამს. თუმცა
აღსანიშნავია, რომ სიტყვიერი მხარდაჭერის გარდა ავსტრიელებს პრაქტიკული დახმარებაც სჭირდებათ. ბენდუქიძემ კი რატომღაც გადაიფიქრა და "ფეროში" ოთხშაბათს დაგეგმილი შეხვედრა გაურკვეველი ვადით გადადო.
"ბუნებრივია, ჩვენს საწარმოს სამომავლოდაც სჭირდება ინვესტიციების განხორციელება. საამისოდ ზოგადად უნდა განისაზღვროს სწორი მიდგომა უცხოელი ბიზნესმენების მიმართ. რაც მთავარია, მათ არ უნდა შევუქმნათ ისეთი ხელოვნური ბარიერები, როგორიც დღეს არის. დაუშვებელია მათ მიმართ არასტანდარტული მეთოდების გამოყენება და ნორმალურ მუშაობაში ხელის შეშლა", – ილია კოკაიას ამ აზრს არა მხოლოდ ავსტრიული კომპანიის წარმომადგენლები, სხვებიც ეთანხმებიან.
სახელმწიფოსგან მხარდაჭერას ელიან რუსთავის "აზოტი" და თბილისის 31-ე ქარხანა, ტყიბულის "ქვანახშირი" და ბათუმში პატარა სასტუმროს მესვეურებიც, რომლებიც თითქმის ერთხმად ამბობენ, რომ სიტყვიერ დაპირებებს პრაქტიკული ქმედებები უნდა მოსდევდეს.
* * *
საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება ინვესტორების გარდა პირადად პრეზიდენტ სააკაშვილსა და მთავრობას აინტერესებს. თუმცა,
რასაკვირველია, მთავრობამ უნდა გაიცნობიეროს, რომ გარდა ევროპელებისა, ამერიკელებისა და მით უფრო რუსებისა, კაპიტალდაბანდება უნდა განახორციელონ ქართველებმაც. კარგია, როდესაც "ფეროში" შემოდის ავსტრიული კომპანია, მაგრამ, უმჯობესი იქნებოდა, თუ ეს სტრატეგიულად მიჩნეული საწარმო არა ავსტრიელების, არამედ ქართველების ხელში დარჩებოდა.
ლოგიკა, რომ კაპიტალს ეროვნება არ აქვს, რა თქმა უნდა, სწორია, თუმცა საზოგადოებას, რომელიც პოსტსოციალისტური სივრციდან ახლახან გამოვიდა, ამ ლოგიკისა და არგუმენტების ნაკლებად სჯერა. ანდრეი რაპოპორტის აზრით, რუსეთს ეკონომიკური ექსპანსიის განხორციელება სურს. ენგურჰესის დაპატრონების სურვილი სხვა არაფერია, თუ არა ქართულ ენერგეტიკაზე მონოპოლიის აღება და, ამდენად – კარნახი, როგორ უნდა იმოქმედოს ქართული სახელმწიფოს ხელისუფლებამ სხვადასხვა პოლიტიკურ ვითარებაში.
პარლამენტარი რომან გოცირიძე ამბობს, რომ კონფლიქტური რეგიონების არსებობა დიდწილად განსაზღვრავს ქვეყნის იმიჯს ინვესტიციების დაბანდებასა და ზოგადად კომერციის სფეროში. პრობლემა თუ მოგვარდება, საინვესტიციო გარემო გაუმჯობესდება. შეუწყობს თუ არა ხელს კონფლიქტების საქართველოს სასარგებლოდ გადაწყვეტას "რაო-ეესის" თეორიული შემოსვლა ქართულ ბაზარზე, ძნელი სათქმელია. თუმცა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ საქართველოს ენერგეტიკის ექსპანსიის შემთხვევაში, რუსეთი უკვე საკუთარ ელექტროენერგიას იმ ფასს დაადებს, რომელიც არამსყიდველუნარიანი მოსახლეობისთვის ძნელი დასაფარი იქნება. ამავე დროს, ჩანს, "რაოს" გეგმებში შედის ენერგიის მიწოდება აფხაზეთისთვის შედარებით დაბალ ფასად, ხოლო ამ ენერგიაზე გადასახადი
თბილისს იმიტომ დაეკისრება, რომ აფხაზეთი იურიდიულად სწორედ საქართველოს შემადგენლობაში შედის.
ზესტაფონის "ფეროს" გენერალური დირექტორი ნიკა ჩიქოვანი:
"არსებობს ახალი ინვესტიციების განხორციელების სერიოზული პერსპექტივები, თუმცა კონფლიქტური რეგიონების პრობლემები სასწრაფოდ
უნდა მოგვარდეს".
პარლამენტარი კოკა გუნცაძე: "კონფლიქტური რეგიონები რომ არ არსებობდეს, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ახალი ინვესტორები გამოჩნდებიან".
3. სომხეთი გამოყოფს ტერიტორიას საქართველოში ელექტროენერგიის ექსპორტისათვის
სვობოდნაა გრუზია, 27 ივლისი, 2004
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი სამშაბათს დასრულდა. ანდრანიკა მარკარიანი შეხვდა როგორც საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ასევე პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას. გაიმართა სომხეთ-საქართველოს სამთვარობო სხდომა ეკონომიკურ საკითხებში. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის ნიკა გილაურის თქმით, მხარეების მოლაპარაკებით გადაწყდა, ზაფხულის თვეებში ქართული ელექტროენერგიის ექსპორტზე ირანში, სომხეთის გავლით და ზამთრის თვეებში იმავე ტერიტორიის გავლით ირანიდან საქართველოში. ქართული მხარე მოითხოვდა სომხეთის ელექტროენერგიის ფასების დაწევას, რადგანაც ის აღემატება რუსეთის ელექტროენერგიის ფასს. საკითხი დაუხურავი დარჩა. მხარეები შეთანხმდნენ ორი კვირის განმავლობაში შეექმნათ შერეული კომისია, რათა დაედგინათ საქართველოს ელექტროენერგიის დავალიანება სომხეთის მიმართ, სომხეთის მტკიცებით დავალიანება შეადგენს 6 მილიონს, ხოლო საქართველოს მხარე ამ დავალიანების ფასს არ ეთანხმება. მიუხედავად ამისა, სომხეთის ხელისუფლება განაგრძობს ელექტროენერგიის მოწოდებას.
შეგახსენებთ, რომ ელექტროენერგიის გადმოცემა ხორციელდება „ალავერდის" ხაზებით, რომელიც არის „რაო-ეეს"ის საარენდო მოხმარებაში.
სიახლეები ენერგეტიკის სფეროში 29 ივლისი, 2004
სარჩევი:
1. ქართული ენერგოსისტემა პარალელურ რეჟიმში ამუშავდება
საინფორმაციო სააგენტო პარიმ-ნიუსი, 28 ივლისი, 2004
ქართული ენერგოსისტემა უახლოეს მომავალში პარალელურ რეჯიმში ამუშავდება და სომხეთ-ირანის სქემაში ჩაერთვება, - განუცხადა პრაიმ-ნიუსს ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა. მისი თქმით, სომხეთი ენერგეტიკის სფეროში კვლავ რჩება საქართველოსთვის სასურველ პარტნიორად. ორ კვირაში სამინისტროს სპეციალური ჯგუფი გაემგზავრება სომხეთში, რათა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აწარმოოს იქაურ ენერგეტიკის სამინისტროსთან. გილაურის განცხადებით, პროექტი ითვალისწინებს საქართველოს ჩართვას სომხეთ-ირანის სქემაში, რომლის მიხედვით, საქართველო ზაფხულის პერიოდში ჭარბ ელექტროენერგიას მიაწვდის სომხეთსა და ირანს, ხოლო სანაცვლოდ ელექტროენერგიას მათგან მიიღებს ზამთარში. გილაურის განცხადებით, 4-5 თვის მანძილზე სომხეთი საქართველოს 120-130 მეგავატით ამარაგებს, რომელსაც მხოლოდ თბილისი მოიხმარს. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფი 150 2,54 ცენტი ჯერჯერობით ძალაში რჩება, რუსეთიდან ენერგიის ტარიფთან შედარებით საქართველოსთვის ეს კატასტროფული თანხა არაა. სხვაობას „თელასი" საკუთარი ამონაგები თანხიდან ფარავს (რუსეთიდან მოწოდებული ელექტროენერგიის ტარიფი 2,45 ცენტია). გილაურის განცხადებით, სომხეთის მხარესთან ტარიფის შესახებ საიბარმა შედეგი არ გამოიღო, რადგან სომხეთში, ისევე როგორც საქართველოში, ელექტროენერგიის ტარიფებს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია ადგენს. ამდენად, დელეგაცია უფლებამოსილი არ იყო რაიმე ცვლილება შეეტანა და კონკრეტული გადაწყვეტილება მიეღო ამ საკითხთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა აღნიშნული შეხვედრა პირველ მნიშვნელოვან ნაბიჯად მიაჩნია საქართველო-სომხეთის ურთიერთობების თვალსაზრისით ენერგეტიკის საკითხებში. ენერგეტიკული, სარგინიგზო და საავტომობილო გადაზიდვების საკითხები განიხილეს საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა ზურაბ ჟვანიამ და ანდრანიკ მარგარიანმა 26 ივლისს თბილისში გამართულ სამთავრობითაშორისო ეკონომიკური კომისიის სხდომაზე. E="Gეო ჰტტპ">
2. ხადორჰესის ტარიფთან დაკავშირებით
საინფორმაციო სააგენტო ინტერ-პრესი, 27 ივლისი, 2004
ჩინელების მიერ პანკისის ხეობაში აშენებულ „ხადორჰესის" გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე დაწესებული ტარიფთან დაკავშირებით ენერგეტიკის სამინისტრო უცხოელ ინვესტორებთან მოლაპარაკებებს განაგრძობს. ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პერიოდში გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, 4,66 ცენტით განსაზღვრული ტარიფი ქართული მხარის უკმაყოფილებას იწვევდა და ჩინელი ინვესტორებისგან ხელშეკრულების გადახედვას მოითხოვს. ამ მოთხოვნით, ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილუარმა და მასთან ერთად პრეზიდენტის რწმუნებულმა კახეთის რეგიონში პეტრე ცისკარიშვილმა ჩინურ კომპანია „სიჩუანის" წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გამართეს. „ხადორჰესის" ამუშავება ჩინელების პოზიციაზეა დამოკიდებული, რომელსაც ისინი „ხადორჰესთან" დაკავშირებული ხელშეკრულებით დააფიქსირებენ. თუ ხელშეკრულება არ გადაიხედა, „ხადორჰესის" მაღალი ტარიფი ენერგოსისტემას მძიმე ტვირთად დააწვება, რაც ჩვენთვის მიუღებელია", - აცხადებს ენერგეტიკის მინისტრი. ქართული მხარის მიერ წაყენებულ პრეტენზიებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჩინეთშიც გაგრძელდება. საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემამ ჩინელ ინვესტორებთან საბითუმო ბაზრის მიერ გაფირმებული ხელშეკრულება სასამართლოში გაასაჩივრა. ელექტროსისტემა საბითუმო ბაზარს უჩივის და ხელშეკრულების პირობების გადახედვას მოითხოვს. 24-მეგავატიანი „ხადორჰესის" მშენებლობა 2001 წელს დაიწყო. ამ დროისათვის ჩინელების პროექტისათვის 22,8 მლნ დოლარი აქვთ დახარჯული.
3. „თელასმა" ინდუქციური მრიცხველები „ალფა პლუს" ტიპის მრიცხველებით შეცვალა
საინფორმაციო სააგენტო პრაიმ-ნიუსი, 28 ივლისი, 2004
220 და 110 კილოვატიან ქვესადგურებში არსებული ინდუქციური მრიცხველები კომპანია „თელასმა" უახლესი ტიპის მრავალფუნქციური, მიკროპროცესული „ალფა პლუს" ტიპის მრიცხველებით შეცვალა. როგორც პრაიმ-ნიუსს „თელასის" საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში აცნობეს, აღნიშნული ცვლილება მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვის სისტემის გაუმჯობესების მიზნით განხორციელდა. „ალფა პლუს" ტიპის მრიცხველები აბსოლუტური სიზუსტით აღრიცხავს ელექტროენერგიის ძაბვას, სიხშირეს, სიმძლავრესა და ყველა დანარჩენ ხარისხობრივ მაჩვენებელს. კომპანიის ცნობით, ამჟამად ხორციელდება პროექტი, რომელიც 6-10 კილოვატიან ფიდერებზე ელექტრონული მრიცხველების დამონტაჟებას ითვალიწეინებს. ასეთივე მაღალი კლასის მრიცხველები დამონტაჟდება „თელასის" ქვესადგურებიდან ელექტროენერგიის სხვა სადისტრიბუციო ენერგოკომპანიებში გადადინების წერტილებშიც. აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად თბილისის ქვესადგურების აღრიცხვის კვანძები დაფიქსირებული ჩვენებების შეცვლა შეუძლებელი გახდება, აღმოიფხვრება ქვესადგურებიდან კომპანიის მიერ შესყიდული ელექტროენერგიის გაერთიანებულ სადისტრიბუციო კომპანიაში უაკნონო გადადინების ფაქტებიც, რაც „თელასისა" და „სახელმწიფო ელექტროსისტემის" ხშირი დავის საგანს წარმოადგენს.
4. დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური კომიტეტი რამდენიმე პროექტს განიხილავს
რუსთავი2, 29 ივლისი, 2004
საქართველოს პარლამენტში დღეს გაიმართება დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტის სხდომა, კომიტეტის თავჯდომარის ნიკო ლეკიშვილის ხელმძღვანელობით. დარგობრივი ეკონომიკისა და კომიტეტის წევრები განიხილავენ ცვლილებებს საქართველოს კანონში „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი აირის შესახებ". წინაასწარი ინფორმაციით, კომიტეტის წევრები ასევე იმსჯელებენ „განვითარების საკრედიტო ხელშეკრულებაზე".
5. კიდევ ერთი სიახლე „თელასში"
სვობოდნაია გრუზია, 29 ივლისი, 2004
„თელასი", რომელიც აქტიურად ახორციელებს ქალაქის გამანაწილებელ სისტემაზე მუშაობას, კიდევ ერთ სიახლეს გვთავაზობს.
მაღალი ძაბვის ხაზების უკეთესი მუშაობისათვის?'„თელასმა" დააყენა უახლესი მრიცხველები. ინდუქციური მრიცხველები შეცვალა მრავალფუნქციურმა, მიკროპროცესულმა, „ალფა პლიუს"-ის ტიპის მრიცხველებმა. „თელასის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ისინი ახორციელებენ პროექტს, რომელიც ითვალისწინებს ესეთი სახის მრიცხველების დამონტაჟებას 6 და 10 კილოვატიან ფიდერებზე. ანალოგიური მაღალი ხარისხის მრიცხველები დაყენებული იქნება გამანაწილებელ ხაზებზე, რომელიც მიედინება „თელასიდან" სხვა სადისტრიბუციო კომპანიებში. სამუშაოების დამთავრების შემდეგ შესაძლებელი გახდება ელექტროენერგიის ზუსტი აღრიცხვა და მისი ფალსიფიცირება შეუძლებელი იქნება, ასევე არაკანონიერი გადადინება შესყიდული ელექტროენერგიისა, რაც ხშირად ხდებოდა დავის საგანი „გაერთიანებულ სადისტრიბუციო ენერგოკომპანიასა" და „თელასს" შორის. „ალფა პლუს"-ის მრიცხველები საუკეთესოდ აღნიშნავს ელექტროენერგიის სიხშირეს, სიმძლავრეს, ძაბვას და ყველა სხვა ელექტროენერგიის ხარისხობრივ მაჩვენებლებს.
6. ელექტროენერგიის ტარიფების შემცირების რეალური საფუძვლები
საინფორმაციო სააგენტო ინტერ-პრესი, 28 ივლისი
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კოსიაში (სემეკი) მომხმარებელთა უფლებების დამცველის დათო ებრალიძის განცხადებით, კომპანია „რაო-ე-ეს"-ისთვის უმთავრესია, ელექტროენერგიის მოქმედი ტარიფი შენარჩუნდეს, ამიტომაც იგი ხელისსუფლებას ტარიფის გაზრდის თაობაზე ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში განცხადების შეტანით ანიშნებს". როგორც ებრალიძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, არსებობს რეალური საფუძველი იმისა, რომ ელექტროენერგიის ტარიფი შემცირდეს. მისი განმარტებით, ელექტროენერგიის მოქმედ ტარიფში „რაო ე-ესი" იმ მილიონიანი ინვესტიციის წილსაც იღებს, რომელიც თავის დროზე კომპანია „ეი-ი-ესმა" ჩადო. აღმოჩნდა, რომ „ეი-ი-ესმა" 200 მილიონიანი ინვესტიცია ცამოწერა და „რაო-ე-ეს"-მა „თელასი" მხოლოდ 23 მილიონად იყიდა, ამიტომაც ელექტროენერგიის ტარიფში ინვესტიციის გამხორციელების კომპონენტი არ უნდა იყოს გათვალისწინებული",-აღნიშნა ებრალიძემ და დასძინა, რომ სემეკ-ს შეუძლია, ელექტროენერგიის ტარიფი 200 მილიონიანი ინვესტიციის წილის ამოღებით შეამციროს. როგორც სხდომაზე სემეკ-ის თავჯდომარემ გიორგი თავაძემ განაცხადა, სემეკმა უკვე მიმართა „რაო-ე-ეს"-ს შორის თხოვნით, მიაწოდოს ინფორმაცია და მასალები „ეი-ი-ეს"-სა და „რაო --ეს"-ს შორის გაფორმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების შესახებ, რომელთა მიხედვით, „ეი-ი-ეს"-მა მის მიერ განხორციელებული 200-მილიონიანი ინვესტიცია ჩამოწერილად გამოაცხადა. სემეკ-ის ტავჯდომარის განცხადებით, თუ ებრალიძის ინფორმაცია დადასტურდება, შესაძლებელია გახდება ელექტროენერგიის ტარიფის შემცირდება. ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებული საკითხები დღევანდელ განხილვაზე კომიტეტის წევრს ზურაბ ცქიტიშვილსა და კომიტეტის თავჯდომარეს ნიკო ლეკიშვილს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა. ზურაბ ცქიტიშვილი კომიტეტის თავჯდომრის მიმართ პრეტენზიებს გამოთქვამდა და აღნიშნავდა, რომ საპარლამენტო კომიტეტს ტარიფის საკითხის საჯაროდ განხილვის დაწყების კანონიერი უფლება ჰქონდა. „პარლამენტი არ არის უფლებამოსილი, ჩაერთოს ტარიფის საკითხში და საჯარო განხილვები აწარმოოს",-აღნიშნა მან. თუმცა კომიტეტის წევრებმა ეს პოზიცია არ გაიზიარეს. "პარლამენტი სემეკ-ის უფლებამოსილებაში არ ერევა, იგი უბრალოდ დაინტერესდა და ტარიფის საკითხით და ინფორმაცია მოითხოვა სემეკ-ისგან, რომელიც მომხმარებელთა უფლებების დამცველმა დათო ებრალიძემ წარმოადგინა",-აღნიშნეს კომიტეტის წევრებმა.
7. საქართველო-უკრაინის სამთავრობათაშორისო ეკონომიკური სხდომა კიევში
რუსთავი2, 29 ივლისი, 2004
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია დღეს ოფიციალური ვიზიტით უკრაინის დედაქალაქს ეწვევა, სადაც დაესწრება საქართველო-უკრაინის სამთავრობათაშორისო ეკონომიკურ სხდომაში. წინასწარი ინფორმაციით, სხდომის შემდეგ ხელი მოეწერება ორ ყვეყანას შორის მემორანდუმს ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ. ხვალ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ენერგეტიკული ფორუმის მუშაობაში, რომელიც იალტაში გაიმართება
სიახლეები ენერგეტიკის სფეროში 2 აგვისტო, 2004
სარჩევი:
1. სომხურ-ქართული თანამშრომლობის ახალი რაკურსი
2. რაოეესსა და საქართველოს ფინანსური პრობლემის მოგვარების მიზნით
1. სომხურ-ქართული თანამშრომლობის ახალი რაკურსი
მთავარი გაზეთი, 29 ივლისი, 2004
საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობის ახალი რაუნდი დაიწყო. ამიერიდან საქართველო-სომხეთის ეკონომიკურ ურთიერთობათა მთავრობათაშორისი კომისია ურთიერთგაგების მემორანდუმით იხელმძღვანელებს. ორმხრივ შეხვედრაზე, რომელიც რამდენიმე დღის წინათ საქართველოში შედგა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი _ სომხეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის ტარიფის შემცირება _კვლავინდებურად ღიად დარჩა.
თბილისი სომხეთისგან ყოველწლიურად 120 მეგავატ ელექტროენერგიას ყიდულობს და ერთი კილოვატსაათის შემოტანა 2,54 დოლარი უჯდება. ქართული მხარე იმედოვნებდა, რომ იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფის შემცირებაზე შეთანხმებას მიაღწევდა. თუმცა მოლოდინი ამაო აღმოჩნდა.
მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას ხელს უშლის წლების წინათ
ქართულ-სომხურ მხარეებს შორის არსებული სადავო საკითხი. ეს ის 4 მილიონი დოლარია, რომელსაც ხელისუფლება ენერგეტიკის ყოფილ მინისტრ დავიტ მირცხულავას, სომხური მხარე კი საქართველოს ხელისუფლებას ედავება. დავიტ მირცხულავას მიმართ სისხლის სამართლის საქმე თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით აღიძრა, კონკრეტულად კი სათბობ-ენერგეტიკის მინისტრობის დროს საქართველოს მიერ "არმენენერგოს" წინაშე არსებულ ვალდებულებებზეა საუბარი.
2000 წლის 30 აგვისტოს საქართველოსა და სომხეთის ენერგეტიკის მინისტრები საქენერგოსა და "არმენენერგოს" შორის 1998 წლის აგვისტოდან 1999 წლის იანვარ-მარტში საქართველოსთვის სომხეთის ატომური სადგურიდან მოწოდებული ელექტროენერგიის ღირებულების დავალიანების დაფარვის მექანიზმზე შეთანხმდნენ. 2000 წლის 30 აგვისტოსთვის საქართველომ სომხეთიდან 4 მილიონ 394 ათასი დოლარის ღირებულების 173 მილიონ კილოვატსაათი ელექტროენერგია შემოიტანა. მოგვიანებით მინისტრმა მირცხულავამ წერილით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, რომ 1998 წლის მეორე ნახევარსა და 1999 წლის იანვარ-მარტში სომხეთიდან შემოტანილია 243 მილიონი კილოვატსაათით მეტი. გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურაში არსებულ საქმეში ჩაკრულია მირცხულავას მიერ 2001 წლის 31 იანვარს დამტკიცებული აქტი, რომლითაც საქართველოს სომხეთის მიმართ 2 მილიონ 343 ათასი დოლარის ჯარიმა დაეკისრა.
ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 4 მილიონი დოლარი სომხურ მხარეს საშუამავლო ფირმამ გადაუხადა. სომხები პოზიციებს არ თმობენ და ირწმუნებიან, რომ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური არ მიუღიათ. ქართულ-სომხური ვალის პრობლემების მოგვარება საკუთარ თავზე აიღო საშუამავლო კომპანია "ენერგომაშკორპორაციამ". მიუხედავად იმისა, რომ ამ კომპანიის წინადადება, ფული გადამიხადეთ და სომხებთან ურთიერთობას მე გავარკვევო, ქართული მხარისთვის არც ისე მიმზიდველი იყო, თუმცა ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ამ წინადადებას მაინც დასთანხმდა. "ენერგომაშკორპორაცია" გადამზიდავი კომპანია იყო და სანაცვლოდ მან ქართული მხარისგან სარკინიგზო გადაზიდვებზე შეღავათები მოითხოვა. როგორც ამბობენ, კომპანიამ ქართული მხარისგან შედარებით მეტი მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ვალი სომხეთის მიმართ 4,5 მილიონ დოლარს არ აღემატებოდა, ქართულმა მხარემ რუსულ კორპორაციას საჯარიმო საურავებისა და პროცენტების დამატებით 6,5 მილიონი დოლარი გადაუხადა. როგორც აღმოჩნდა, ამ ფულიდან არც ერთ თეთრს სომხეთამდე არ მიუღწევია და მისი გადახდა ისევ ქართულ მხარეს ევალება. საქართველოს ხელისუფლება უკან მაინც არ იხევს და სომხეთის მიმართ ვალს არ აღიარებს.
2. რაოეესსა და საქართველოს ფინანსური პრობლემის მოგვარების მიზნით
საინფორმაციო სააგენტო. ინტერ-პრესი, 30 ივლისი, 2004
„რაოესსა" და საქართველოს შორის არსებული ფინანსური პრობლემების მოგვარების მიზნით შექმნილმა მუშა-ჯგუფმა საქმიანობა დაიწყო. დღეს, სამინისტროში კომპანია „თელასის" ხელმძღვანელები მივინენ და სამინისტროს პრობლემების მოგვარების საკუთარი ვარიანტები შესთავაზეს. როგორც ინტერ-პრესს ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმაგანიცხადა, შეხვედრა ხანმოკლე იყო და ძირითადად მხარეებმა ის საკითხები ჩამოწერეს, რომელზეც უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში იმუშავებენ. ენერგეტიკის მინისტრმა არ გამორიცხა იმ ხელშეკრულების გადახედვა, რომელიც 1998 წელს კომპანი „ეი-ე-ეს თელასთან" გაფორმდა, ხოლო შემდეგ „რაოესსის" კომპანიაში შემოსვლისას რუსულ კომპანიაზე გადაფორმდა.
სიახლეები ენერგეტიკის სფეროში 3 აგვისტო, 2004
სარჩევი:
1. საქართველომ დენი შეიძლება უკრაინიდან მიიღოს
“ახალი თაობა” 1 აგვისტო, 2004
საქართველო უკრაინიდან ელექტროენერგიის იმპორტის შესაძლებლობას ყურადღებით შეისწავლის. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან კონსტანტინე გრიშჩენკოსთან გამართულ სამუშაო ვახშამზე განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის წინადადება ამ ქვენის ჭარბი ელექტროენერგიის საქართველოში შესაძლო იმპორტის თაობაზე სანტერესოა. "ელექტროენერგიის იმპორტის აუცილებლობა შეიძლება, სეზონზე შეიქმნას. ეს მნიშვნელოვანი წინადადებაა საქართველოს ეკონომიკის განვითარებისა და მზარდი ენერგომოთხოვნილების კვალობაზე” – განაცხადა ჟვანიამ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მესამე დღეა, უკრაინაში იმყოფება. იგი იალტაში მიმდინარე საერთაშორისო ენერგეტიკულ ფორუმში მონაწილეობს. საქართველოს დელეგაციაში ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების შედიან. სამთავრობო დელეგაცია საქართველოში გუშIნ საღამოს დაბრუნდა.
2. “თელასი” მაღალი ძაბვის ქვესადგურებში აღრიცხვის სისტემას ცვლის
“ახალი თაობა” 1 აგვისტო, 2004
კომპანია “თელასი” მაღალი ძაბვის ქვესადგურებში აღრიცხვის სისტემის შეცვლით ცდილობს, კვანძებში დაფიქსირებული ჩვენებების შეცვლა შეუძლებელი გახადოს.
როგორც “ინტერ-პრესს” “თელასში” განუცხადეს, ელექტროენერგიის შესყიდვის წერტილებში, საიდანაც “თელასს” ელექტროენერგია მიეწოდება, თანამედროვე მროცხველების დამონტაჟება მიმდინარეობს. აქამდე არსებული ინდუქციურ მრიცხველებს უახლესი ტიპის მრავალფუნქციური, მიკროპროცესული, “ალფა პლიუს” ტიპის 96 მრიცხველი შეცვლია.
“თანამედროვე ტიპის მრიცხველები დამონტაჟდება” “თელასის” ქვესადგურებიდან ელექტროენერგიის სხვა სადისტრიბუციო ენერგოკომპანიებში გადადინების წერტილებშიც. სამუშაოების დასრულების შემდეგ ელექტროენერგიის აღრიცხვის სზუსტე საგრძნობლად გაუმჯობესდება” – განაცხადეს “თელასში”.
კომპანიში იმედი აქვთ, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელების შემდეგ თბილისის ქვესადგურების აღრიცხვის კვანძებში დაფიქსირებული ჩვენებების შეცვლა შეუძლებელი გახდება. საბოლოოდ აღიკვეთება ქვესადგურებიდან კომპანიის მიერ შესყიდული ელექტროენერგიის გაერთიანებულ სადისტრიბუციო ენერგოკომპანიაში უკანონო გადინების ფაქტები, რაც ხშირად სახელმწიფო ელექტროსისტემასა და “თელასს” შორის დავის მიზეზს წარმოადგენს.
"თელასის” ქვესადგურებში დამონტაჟებული ელექტრონული მრიცხველები სისტემაში გაზომილ აღრიცხულ სიდიდეთა მაჩვენებლების სადისპეჩერო ცენტრში ოპერატიულად გადაცემის საუკეთესო საშუალებაც არის. ელექტროენერგიის ძაბვას, სიხშირეს, სიმძლავრესა და ყველა სხვა ხარისხობრივ მაჩვენებელს "ალფა პლიუს ტიპის მრიცხველები” აბსოლუტური სიზუსტით აღრიცხავს.
3. “სადისტრიბუციო კომპანის” ზოგიერთ ორგანიზაციას ელექტროენერგიის მიწოდებას უწყვეტავს
“რეზონანსი” 3 აგვისტო, 2004
დავალიანების გამო ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციას, ასევე რუსთივის მერიას და ძალოვან სტრუქტურებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ. “საქართველოს გართიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის” ქვემო ქართლის ფილიალი, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის გამო, ყველა კრედიტორს ქსელიდან თიშავს და ელექტროენერგიის მიწოდებას უწყვეტს.
როგროც “გართიანებულ სადისტრიბუციო ენერგოკომპანიაში” აცნობეს კრედიტორების ნუსხაში, ყველაზე სოლიდური დავალაიანების მქონე ის საბიუჯეტო ორგანიზაციები აღმოჩნდნენ, რომლებიც წლების განმავლობაში საერთOდ არ იხდიდნენ დავალიანებას. მაღ რიცხვს მიეკუთვნებიან ქალაქ რუსთAვის მერია და ქვემო ქართLის სამხარეო ადმინისტრაცია (10 837, 23 ლარი), რუსთAვის პოლიცია (100 899, 42 ლარი), ქვემო ქართლია სამხარეო პოლოცია (19 991, 61 ლარი), საგზაო პოლიცია (17 438, 86 ლარი) და უშიშროების სამსახური (2 109, 59 ლარი).
“გართიანებულ სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის” ქვემო ქართლის ფილიალის მენეჯერის, რევაზ ღლიღვაშვილის, თქმით, დავალიანების მქონე ორგანიზაციების მიმართ ელექტროენერგიის მიწოდება იქამდე არ განახლდება, ვიდრე მათი მხრიდან არ დაიწყება მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა. ვალის ცამოწერა არ მოხდება, შესაძლებელია აღნიშნული დავალებიანის რესტრუქტურიზაცია რამდენიმე თვეზე გადანაწილდეს, -- აღნიშნა მან. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული “საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის” მართვას ახორციელებს ამერიკული “ფი-ეი ქონსალთინგ გრუპი”.
"საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია" ჩამოყალიბდა 2002 წელს, რეგიონული ელექტროგამანაწილებელი კომპანაიების შერწყმის შედეგად. კომპანიის მომსახურეობის არეალი ფარავს საქართველოს ტერიტორიის 70%-ს.
4. სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს თანამშრომელი ამხილეს
“ახალი თაობა” 6 აგვისტო, 2004
სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კორუფციასთან და ეკონომიკურ დანაშაულთAნ ბრძოლის სამსახურის თანამშრომლებმა ამხილეს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის საფინანსო სამმართველოს მთავარი სპეციალისტი გივი უჩAს ძე რურუა.
შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, რურუამ საკანცელარიო-სამეურნეო ნივთებისა და საოფისე ავეჯის შესაძენად სალაროდან მიიღო საქვეანგარიშო თანხა 8 291 ლარის ოდენობით და სანაპიროს ქუჩაზე მდებარე საკანცელარიო ნივთების მაღაზიაში, დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებთან ერთად, მაღაზიის გამყიდველთან წინასწარი მოლაპარაკებით, ნაცვლად საკანცელარიო საქონლის შესაძენად გამოყოფილი 4 978 ლარისა, შეიძინა 1 000 ლარის საკანცელარიო ნივთEბი და მიიღო 2 ცალი ანგარიშფაქტურა: ერთი სერია 4 978 ლარის ღირებულების საკანცელარიო საქონელზე, მეორე სერია კი 3 313 ლარის საოფისე ინვენტარზე, რაშიც მაღაზიის თანამშრომელს გადაუხადეს ანგარიშფაქტურით განსაზღვრული დღგ-ის თანხა, საერთო ჯამში 1 382 ლარი.
გარდა ამისა, გივი რურუამ ბაზრობაზე შეიძინა 1 967 ლარის ავეჯი, ხოლო დარჩენილი სხვაობა 3 960 ლარი დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებთან ერთად მიითვისა. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, გამოძიებას აწარმოებს თბილისი პროკურატურა.
5. "ენგურჰესის" წყალსაცავიდან წყლის გადმისვლის საშიშროება გაჩნდა
“ახალი თაობა” 12 აგვისტო, 2004
"ენგურჰესის" წყალსაცავში გადაუღებელი წვიმების გამო წყლის დონემ აიწია, რისთვისაც საჭირო გახდა ჰესში დამატებით მეოთხე აგრეგატის ჩართვა.
როგროც "ინტერ-პრესისთვის" გახდა ცნობილი, ქყალსაცავიდან წყლის გადმოსვლის საშიშროება არსებობდა, ამიტომ ჰესის ადმინისტრაციამ დამატებით მეოთხე აგრეგატის ჩართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. გამომუშავებული ჭარბი ელექტროენერგიის მიღება ეთხოვა "საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიას". კომპანიის ამერიკელ მენეჯერებს განსაზღვრულ ლიმიტზე მეტი ელექტროენერგიის მიღების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. " საქართველოს გაერთიანებულმა სადისტრიბუციო ენერგოკომპანიამ" განსაზღვრულ ლიმიტზე მეტი ელექტროენერგია რომ მიიღოს და არაგადამხდელ მომხმარებელს მიაწოდოს, სისტემის მიმართ დავალიანება გაეზრდება, ამიტომ ამერიკელი მენეჯერები ჭარბი ელექტროენერგიის მიღებისას სიფრთხილეს იჩენენ.
6. ელექტრომომარაგება გაუმჯობესდება
“ახალი თაობა” 12 აგვისტო, 2004
"ენგურჰესის" წყალსაცავში არსებული ჭარბი რესურსების გამო, "გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია" იძულებულია დადგენილ გრაფიკებს გადახედოს და არგადამხდელი მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის მიწოდების ხანგრძლივობა გაზარდოს.
როგროც " ინტერ-პრესს" კომპანიში განუცხადეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცუდი გადამხდელი რაიონები უკონტროლოდ დარჩებიან და კომპანია მათ ელექტროენერგიას აჩუქებს.
"ელექტროენერგიის მოხმარებაზე მკაცრი კონტროლო დაწესდება. სავარაუდოდ 10 დღის განმავლობაში კარგი გადამხდელი რაიონები 24 საათის განმავლობაში ელექტროენერგიით მომარაგდებიან, ცუდი გადამხდელი მომხმარებელი კი ელექტროენერგიას შედარებით უკეთესად მიიღებს," – განაცხადეს კომპანიაში. “ენგურჰესის” წყალსაცავში გადაუღებელი წვიმების გამო წყლის დონემ აიწია, რისთვისაც საჭირო გახდა ჰესში დამატებით მეოთხე აგრეგატის ჩართვა. ვინაიდან წყალსაცავიდან წყლლის გადმოსვლის და დატბორვის საშიშროება არსებობს "საქართველოს გაერთიანებულ სადისტრიბუციო ენერგოკომპანიას" გამომუშავებული ჭარბი ელექტროენერგიის მიღება ეთხოვა.
7. ენგურზე 4 აგრეგატი მუშაობს
“ახალი თაობა” 12 აგვისტო, 2004
იმერეთის მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე მომხდარ ავარიას “ელექტროდისპეჩერიზაციის” გენერალური დირექტორი ჟოან ლა გრანჟუი პრესკონფერენციით გამოეხმაურა. მისი თქმით, “საქრუსენერგოს” კუთვნილი 500 კილოვატიანი იმერეთის ხაზი გაითიშა, რამაც გამოიწვია სისტემის ნულზე დაჯდომა. ქვეყანაში მთლიანად გაიშიშა ელექტროენერგიის მიწოდება. გაჩერდა მეტრო, რკინიგზა, ელექტროენერგია არ მიეწოდებოდათ სასიცოცხლო ობიექტებსაც.
გრანჟუის თქმით, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის აღდგენა გაჭიანურდა იმ ტექნიკური პრობლემების გამო, რაც იმერეთის ხაზზე არსებობს. სანამ არ აღდგა ხაზი, სასიცოცხლო ობიექტების ელექტროენერგიით მომარაგება ვერ მოხერხდა.
როგროც პრესკონფერენციაზე ითქვა, "საქრუსენერგო" გაავრცელებს ოფიციალურ ინფორმაციას ავარის მიზეზებზე. რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდებას, როგორც აღინიშნა, ენგურზე 4 აგრეგატი მუშაობს და შესაძლებელია ელექტროენერგიის სრული მიწოდება.
აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი დღის მანძილზე იმერეთის ხაზზე უკვე მეორედ მოხდა ავარია, რამაც მთEლი ქვეყნის ჩაბნელება გამოიწვია. ეს ენერგეტიკოსებისთვის ალბათ საგულისხმო უნდა იყოს. ამინდის გაუარესება არ უნდა ახდენდეს ასეთ დამანგრეველ გავლენას სისტემაზე. თანაც, უნდა ითქვას ისიც, რომ რომ ყოველი ავარიის შემდეგ ხდება იმერეთის ხაზის აღდგენა. რამდენად კარგად, ეს სხვა საკითხია.
8. დენს რუსეთიდან არ ვაგრიხინებთ
“ახალი თაობა”, 13 აგვისტო, 2004
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში გუშინ სხდომა გაიმრთა, რომელზეც სემეკის თავჯდომარემ გია თავაძემ "ენგურჰესის" მდგომარეობასა და შემოდგომა-ზამთრის სეზონისათვის მზადებაზე ისაუბრა. სხდომას ესწრებოდა "ენგურჰესის" დირექტორი ლევან მებონია, რომელსაც, შეიძლება ითქვას, სიტყვის დასრულებამდე თავაძემ პასუხისმგებლობის საკითხი შეახსენა.
- ვიცი, თქვენზე ზეწოლა იქნება, მაგრამ თუ ზამთარში ელექტროენერგიის პრობლემა იქნება, თქვენი პასუხისმგებლობის საკითხს დავაყენებ, - მიმართა თავაძემ მებონიას. თავაძე აცხადებს, რომ არ დაუშვებას, წყლის დონის დამუშავებას.
ლევან მებონიას თქმით, ამჟამად, "ენგურჰესზე" ოთხი აგრეგატი მუშაობს და 120 მგვტტთ-ს გამოიმუშავებს. წყლის დონე საკმარისია. მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. ზამთრის სეზონისათვის ზეთები მომარაგებულია. შეკეთებულია სათადარიგო ნაწილები. მებონია ირწმუნება, რომ ზამთრის სეზონისათვის ენგური 850 მგვტ სიმძლავრეს გამოიმუშავებს.
- "ენგურსი" თავის დროზე ხელისუფლების მხრიდან ფაქტობრივად მიტოვებული იყო. ვისაც როგრო უნდოდა, პროცესები ისე მიმდინარეობდა. ახლა კი “ენგურჰესი” მუდმივად იქნება ჩვენი ყურადღების ცენტრში, -- განაცხადა თავაძემ. მისი თქმით პარლამენტში შეიქმნა კომისაი, რომელიც ენგურის საკითხებს სწავლობს.
ენერგეტიკები თვლიან, რომ წყლის დონის შენარჩუნება აუცილებელია იმისათვის, რომ ზამთარში ელექტროენერგია იყოს და ენგურჰესმა იმუშაოს. იგეგმება თებერვალში მე-კ აგრეგატის ამუშავება.
ენგურჰესის გაჩEრება აპრილის თვეში იგეგმება. ენერგეტიკოსები ითხოვენ, რომ სადგურზე რეაბილიტაციის დაწყებამდე სამი-ოთხი თვით ადრე იყოს ყველა საკითხი ღრმად შესწავლილი.
ლევან მებონიას დამაიდებელი განცხადების შემდეგ, თავაძემ იმედი გამოთქვა, რომ "ენგურსის" გენერალური დირექტორი იანვარში თავის სიტყვებს უკან არ წაიღებს. თავაძის თქმით, უკან წაღებაც რომ მოინდომოს, არ გაატანს და ბასუხისმგებლობაც არ აცდება.
სემეკის სხდომაზე ყურადღება გამახვილდა აღრიცხვიანობის მოწესრიგების საკითხზეც და აღინიშნა, რომ არავის ეპატიება ამ სისტემის მოუწესრიგებლობა.
- არ დავუშვებ რომ ხრამი და ენგური იყოს გაჩერებული რაიმე მიზეზის გამო და დენი რუსეთიდან ვაგრიხინოთ, - განაცხადა სემეკი-ის თავჯდომარემ და ისიც დააფიქსირა, რომ თურქებს ხარისხიანი დენი სჭირდებათ და თანაც ნორმალური მიწოდება. რაც ჩვენი მხრიდან ალბათ წარმოუდგენელია.
9. 24-საათიანი ენერგომომარაგება მხოლოდ ორ კვირას გაგრძელდება
“ახალი თაობა”, 15 აგვისტო, 2004
სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონს 14 აგვისტოდან ელექტროენერგია 24-საათის განმავლობაში მიეწოდება, რაც განპირობებულია ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დონის მომაებით. ამჟამად ენგურჰესის ოთხივე აგრეგატი ჩართულია და 500-ზე მეტ მეგავატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ამას სამინისროში ენგურჰესის რეზერვუარში ჭარბი წყლის ხარჯვის აუცილებლობით ხსნიან.
24-საათიანი ენერგომომარაგება აქვს იმ რაიონებსაც, სადაც აქამდე დენს გრაფიკით იღებდნენ. მსგსავსი მომარაგება ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ დასავლეთ საქართველოში ბოლო დროს კოკისპირული წვიმების გამო ენგურის ადიდება და შესაბამისად ჰესის რეზერვუარში წყლის მოზღვავება გამოიწვია.
10. ენერგეტიკაში ზამთრისათვის მზადება ფერხდება
“ახალი თაობა” 15 აგვისტო, 2004
საქართველოს ენერგეტიკოსთა საზოგადოება უახლოეს დღეებში გაფართოებულ სხდომაზე სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროსგან ზამთრის სეზონისათვის მზადების დროულად დაწყებას მოითხოვს.
"თითქმის თეორიულად ფინანსები გამოყოფილია, თუმცაღა ღონისძიებები რეალურად შეფერხებულია. ზამთრის სეზონის დადგომამდე 45 დღე დარჩა და ბიუჯეტიდან გამოყოფილი 27 მლნ ლარი ენერგეტიკის სამინისტრომ ჰესების რეაბილიტაციისათვის მხოლოდ გაანაწილა. ამჯერად აუცილებელია ზამთრის სეზონისათვის მზადება დაუყოვნებლივ დაიწყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოში ენერგომომარაგების ტრადიციული პრობლემები გარდაუვალია", - აცხადებს ენერგეტიკოსთა საზოგადოების თავჯდომარე მირონ ფირცხელანი.
უახლოეს დღეებში გაიმართEბა საგანგებო შეხვედრა, რომელსაც ენერგეტიკის სფეროში მომუშავე არასამთავრობოებისა და სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრებიან.
"შეხვედრაზე მოვითხოვთ კონკრეტული ვადის განსაზღვრას, რათა დროულად დაიწყოს გადაუდებელი ღონისძიებების გატარება", - განუცხადა "მედია-ნიუსს" ფირცხელანმა, რომელმაც შესაბამისი ღონისძიებების გატარებისას ერთ-ერთ ძირითად ხელისშემშლელ გარემოებად ცხინვალის რეგიონში შექმნილ ვითარებას ასახელებს.
11. ბორჯომის რაიონს ელექტროენერგია შეეზღუდება
"24 საათი", 25 აგვისტო, 2004
საქართველოს გაერთიანებული სადრისტრიბუციო ენერგოკომპანიის ხელმძღვანელობამ ბორჯომის რაიონის მომხმარებლებს ელექტროენერგიის საფასურის გადასახდელად სამი დღის ვადა მისცა.
როგროც ენერგოკომპანიაში განაცხადეს, თუ 23 აგვისტოს რაიონში ელექტროენერგიის საფასურის ამოღების მაჩვენებლები არ გაიზრდება, ბორჯომის რაიონი ელექტროენერგიას მკაცრი შეზღუდვებით მიიღებს.
ბორჯომის რაიონი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყველაზე “ურჩი” გადამხდელია. იქ მოხმარებელი ელექტროენერგიის საფასურის ამოღების მაჩველებელი 15-30 პროცენტს არ აღემატება. კომპანიას კი დაგეგმილი აქვს, აღნიშნული მაჩვენებელი 45 პროცენტამდე გაზარდოს. თუ ბორჯომელებს გადახდის კულტურა არ ჩამოუყალიბდათ, რაიონის ელექტრომომარაგება გადახდის მაჩვენებლის პროპორციულად, ანუ შეზღუდვებით მოხდება,-- აცხადებენ ენერგოკომპანიაში.
აღნიშნული ულტიმაუმი გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის წარმომადგენლებმა ბორჯომელებს 20 აგვისტოს გამართული აქციის დროს წაუყენეს.
რაიონის მოსახლეობამ, ელექტროენერგიის მიწოდების მოთხოვნით, ბორჯომი-ბაკურიანის საავტომობილო გზა გადაკეტა. თუმცა, როგორც ენერგოკომპანიაში აცხადებენ, ელექტრომომარაგების შეზღუდვის შესახებ, როგორც რაიონის ადგილობრივი ხელმძღვანელობა, ასევე მოსახლეობა წინასწარ ინფორმირებული იყო.
ენერგოკომპანიამ რაიონის გამგეობაში წერილობითი შეტყობინება გაგზავნა, ხოლო მოსახლეობას ინკასატორები აფრთხილებდნენ, რომ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მათ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებოდა,-- აცხადებენ ენერგოკომპანიაში.
მათი ინფორმაციით, ბორჯომის რაიონს სრული ელექტრომომარაგებისათვის 6-7 მეგავატის სიმძლავრის ელექტროენერგია ესაჭიროება, გადახდის დაბალი მაჩვენებლების მიუხედავად, რაიონი დღე-ღამეში 3-4 მეგავატ ელექტროენერგიას მოიხმარს.
12. 24 საათიანი ელექტრომომარაგება დასრულდა
"24 საათი", 25 აგვისტო, 2004
“საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის” ინფორმაციით, “ენგურჰესზე” წყლის შემოდინება შემცირდა, რის გამოც სადგური სრული დატვირთვით აღარ მუშაობს. ამიტომ, თუ ორი კვირის წინ, ჭარმწყლიანობის გამო, ქვყნის 24-საათიანი ენერგომომარაგება იყო საჭირო, ახალა ქვეყნის ენერგოსისტემა ტრადიციულ გრაფიკს დაუბრუნდა. უკვე ორი დღეა, ურჩგადამხდელებს დენი ჩვეულებისამებრ – გადახდის ლიმიტების შესაბამისად მიეწოდებათ.
“აბონენტები ხშირად აცხადებენ, მოგვაწოდეთ დენი და გადასახადს გადავიხდითო. ბოლო რამოდენიმე დღეში ფილიალების მიხედვით ვნახავთ და დავადგენთ, გამოიღო თუ არა დადებითი შედეგი ელექტროენერგიის შეუზღუდავად მიწოდებამ,” – აცხადებენ სადისტრიბუციო ენერგოკომპანიაში.
13. ელექტროენერგიის ტარიფი არასწორად არის დადგენილი
“რეზონანსი”, 29 აგვისტო, 2004
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი აირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ელექტროენერგეტიკაში სატარიფო პოლიტიკის განხორციელების საკითხზე იმსჯელეს.
კომიტეტის სხდომაზე მიწვეულები იყვნენ თელასის, ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლები. შეხვედრას ასევე ესწრებოდა სათბობ-ენერგეტიკის მინისტრყ ნიკა გილაური სა სახალხო დამცველი მოვალეობის შემსრულებელი თემურ ლომსაძე.
ელექტროენერგეტიკაში სატარიფო პოლიტიკის განხილვამ კომიტეტის წევრებს შორის დაპირისპირება გამოიწვია.
სემეკთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის დავით ებრალიძის განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფი არასწორად არის დადგენილი და არის იმის შესაძლებლობა, რომ ეს ტარიფი შემცირდეს. მისივე თქმით, ტარიფი უნდა დგებოდეს არა სახელმწიფოს მიერ დადებულ საპრივატიზაციო ხელშეკრულების საფუძველზე, არამედ იგი კანონით უნდა განისაზღვრებოდეს.
კომიტეტის წევრი ზურაბ ცქიტიშვილი დავიტ ებრალიძეს დაუპირისპირდა და აღნიშნა, რომ მისი გამოსვლა არაკანონიერია და მსგავსი საჯარო მსჯელობები იქ არ უნდა ხდებოდეს.
კომიტეტის თავჯდომარის მოადგილის გია ნაცვლიშვილის აზრით კი, სწორედ საჯარო განხილვებით “ხალხმა უნდა დაინახოს, როგორ ხდება ტარიფის შემუშავება”.
14. ელექტროენერგიის ფასი 13 კი არა, 8 თეთრი უნდა იყოს: ვის ჯიბეში მიედინება არსებული სხვაობა?
“რეზონანის”, 30 აგვისტო, 2004
დიდი ხანია, რაც მოსახლეობა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომიას ელექტროენერგიის ტარიფის გადახდას სთხოვს. ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით, სემეკში ერთი და იგივეს აცხადებენ, ტარიფის გადახედვის საფუძველი უნდა არსებობდეს. კერძოდ, ტარიფის გადახედვა რომელიმე ლიცენზიანტმა უნდა მოითხოვოს.
ენერგეტიკის ექსპრტების მოსაზრებით, სემეკის მიერ სხვადასხვა გიგანტურ საწარმოებზე და თბილისის ორგანიზაციებზე არაკანონიერად დაწესებული შეღავათიანი ტარიფის გამო, ჩვეულებრივ მოსახლეობას ძვირი ტარიფის გადახდა წელში სწყვეტს. ამიტომაც მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის ოფისში მოითხოვენ, რომ სემეკმა ტარიფის გადახდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ მიიღოს.
რამდენიმე წელია, გიგანტური საწარმოები: “ფერო”, “ჭიათურმანგანუმი”, “საქართველოს რკინიგზა” და თბილისის რამდენიმე ორგანიზაცია სემეკის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიას შეღავათიანი ტარიფებით იღებენ. ექსპერტების მოსაზრებით, ამ ფაქტის გათვალისწინებით მოსახლეობას შეწონილი ტარიფი გაეზარდა.
საგულისხმოა, რომ სემეკმა 2003 წლის 4 აგვისტოს სს “ფეროს” და სს “ჭიათურმანგანუმს” 2002 წლის 30 დეკემბერს დაწესებული ტარიფის – 1, 85 ცენტის, მოქმედების ვადა 2009 წლამდე გაუგრძელა. ამ ფაქტით, ერთი შეხედვით, თითქმის განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის, დავიტ ებრალიძის თქმით, 2003 წელს შეწონილი ტარიფი უნდა გაზრდილიყო და იმ მიზნით, რათა 15 აგვისტოს სატარიფო პოლიტიკა “ფეროსა” და “ჭიათურმანგანუმის” ტარიფს არ შეეხებოდა, მათთვის დაწესებული შეღავათიანი ტარიფები 2007 წლამდე გააგრძელეს.
მომხმარებელთა უფლებების დამცველთა ოფისში აცხადებენ, რომ შეწონილ ტარიფზე დაბალი ტარიფის დაწესება არ შეიძლება და ეს სემეკშიც კარგად იციან, მაგრამ იმ დღეებში სემეკის თავჯდომარეს, ელიზბარ ერისთავს თანამდებობაზე ყოფნის ვადა ეწურებოდა და ამ გადაწყვეტილების მიღებით გაგრკვეული ადამიანების გულის მოგებას ცდილობდა.
“მისთვის “ძლიერთა მომადლიერების” სურვილი კანონზე უზენაესი აღმოჩნდა”, -- მიიჩნევს დავიტ ებრალიძე. მისსივე თქმით, სატარიფო დოკუმენტები გამიზნულად ისეა შედგენილი, რომ ენერგეტიკაში გაუთვითცნობიერებელ ადამიანს სატარიფო “აფიორის” აღმოჩენა გაუჭირდება.
“სიტყვა “გამიზნულს” იმიტომ არ ვერიდები, რომ სემეკში აღნიშნულ საკითხებზე ჩვენი თუ ჟურნალისტების მოთხოვნის პასუხად ზეპირი განმარტებანი იმავე ილუზიას ქმნიდა, რასაც მათ მიერ შედგენილი დოკუმენტები წარმოაჩენს. ასევე, აღსანიშნავია, რომ სემეკის 15 აგვისტოს სატარიფო დადგენილებაში ტარიფები დღგ-ს გარეშეა მოწოდებული, ხოლო “ფეროს” და “ჭიათურმანგანუმის” ტარიფი დღგ-ს ჩათვლით”,-- ამბობს აბრალიძე.
აქედან გამომდიანრე ექსპერტები სემეკს “ფეროსა” და “ჭიათურმანგანუმის” სატარიფო კომპანიების დადგენით “ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ. კერძოდ, ამ კანონის მიხედვით ლიცენზიანტების ხარჯზე მომხმარებელთა რომელიმე კატეგორიის სატარიფო შეღავათEბის სუბსიდირებულია. ამიტომაც, ექსპერტების, თქმით, სემეკმა თავის უფლებამოსილებას გადააჟAრბა, შედეგად კი გენერაციის, დისპეჩერიზაციასა და გადაცემის ლიცენზიებს სერიოზული ზარალი მიადგათ. ეს ზარალი კი ისევ ჩვეულებრივი მომხმარებლის დასაფარია.
“ვფიქრობ, პროკურატურამ სისხლის სამართლის 332-ე მუხლის თანახმად უნდა გაარკვიოს, აღნიშნულ საკითხზე თანამდებობის ბოროტად ამოყენებას ხომა რ ჰქონდა ადგილი,” – ამბობს ებრალიძე.
ამ ფაქტითან დაკავშირებით “მთელ კვირას” სემეკში ეუბნებიან, რომ საწარმოებს ტარიფი სრულიად კანონიერად დაუდგინდათ. მათ ასევე ვერ გაუგიათ, ამ ტარიფფს “ვიღაცეები” შეღავათიანს რატომ უწოდებენ, სემეკის ეკონომიკური ანალიზისა და ფასწარმოქმნის დეპარტამენტის დირექტორის, ივერი შალამბერიძის თქმით, საწარმოებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარენ, ტარიფი დაბალი უნდა ჰქონდეთ. მისსივე თქმით, “ფეროსა” და “ჭიათურმანგანუმს” სწორედ ის ტარიფი აქვთ, რაც უნდა ჰქონდეთ.
“არასწორია იმაზე ლაპარაკი, რომ ამ საწარმოების დაბალი ტარიფით ვიღაცას რაღაც დააკლდა. ძალიან ბევრ ქვეყანაში მუშაობენ. მარტივი ლოგიკაა, საწარმოები, რომლებიც დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარენ და მათ დიდი ხარჯი აქვთ, შესაბამისად, ტარიფსაც სხვა წესით იხდიან. რუსეთში ასეთ საწარმოს ბაზისურ მომხმარებელს ეძახიან. მათი ტარიფი, სხვასთან შედარებით, დაახლოებით 40 პროცენტით ნაკლებია. ეს გადაწყვეტილება არა ამრტო იმისათვის მივიღეთ, რომ ეს საწარმოები ენერგეტიკის მთავარ ფინანსურ წყაროს წარმოადგენენ, არამედ იმიტომ, რომ მათი მომსახურება იაფი ჯდება. “ფერო” წელიწადში 300 კილოვატ საათს ენერგიეს მოიხმარს. სხვათა შორის, ადრე იგი 1,5 მილიარდ კილოვატ საათს მოიხმარდა,ა ნუ იმდენს, რასაც მთელი თბილისი. გამომდინარე იქიდან, რომ ამ საწარმოს ელექტროენერგიით მომსახურება გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე სხვა მომხმარებელის. წარმოიდგინეთ, თითოეული ადამიანისთვის მარტო ქვითარის გამოწერა რამდენი ჯდება,” – ამბობს ივერი შალამბერიძე.
საგულისხმოა, რომ სემეკის მიერ “ფეროსათვის” სპეციალური ტარფის დადგენის შემდეგ 2 წელი გავიდა. საწარმოს ფინანსური მდგომარეობა კი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, ახალმა ავსტრიელმა ინვესტორებმა 6 თვის განმავლობაში წარმოების ბრუნვა 3-ჯერ გაზარდეს. ამ ფაქტის გათვალისწინებით, სემეკში გვეუბნებიან, რომ “ფეროს”, ასევე “ჭიათურმანგანუმს” ტარიფის გადახედვაზე იფიქრებენ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ტარიფი აუცილებლად გაიზრდება, სემეკში ამ კითხვის არგუმენტებიც მოეპოვებათ. კერძოდ, ის რომ წარმოების გაზრდისათვის ინვესტორს სოლიდური ინვესტიციების მოზიდვა დასჭირდება, რომელსაც გასტუმრება უნდა.
"მართალია, ავსტრიელი ინვესტორის შემოსვლის შემდეგ “ფეროს” საქმეები კარგად მიდის. ჩვენ უკვე ვფიქრობღ, რომ ტარუიფის საკითხი შევისწავლოთ. ყველაფერს გავაანალიზებთ და რასაც სიტუაცია გვიჩვენებს, ისე მოვიქცევით. თუ შესაძლებელი იქნება ტარიფის გაზრდა, გავზარდოთ. თუმცა ის, რომ "ფეროში" წარმოება გაიზდა, არ ნიშნავს, რომ იქ პრობლემები არ არის. ამ ყველაფერს სერიოზული ინვესტიციები დასჭირდა, რაც პროდუქციას აძვირებს. ეს საკითხი პოპულისტური არ არის და მას სერიოზული შესწავლა უნდა", - ამბობს ივერი შალამბერიძე
შეღავათიანი ტარიფები მარტო ამ გიგანტურ საწარმოებს როდი აქვთ. სემეკის გადაწყვეტილებით თბილისის ორგანიზაციებს: “თბილწყალკანალი”, “მეტრო”, “ტრავმაი ტროლეიბუსების გაერთიანება” და “გარეგანათება”, “ჟინვალიდან” გენერაციის საშუალო შეწონილ ტარიფზე დაბალი ფასით, ჟინვალის ჰიდროელექტროსადგური ტარიფით იღებენ. ამ გადაწყვეტილებასაც, დამაფიქრებელი და საზოგადოების “გულისასაჩუყებლად” კარგად გათვლილი არგუმენტაცია დაეო საფუძვლად.
იმის მოტივირებით, რომ ეს ორგანიზაციები მოსახლებოს სასიცოცხლოდ აუცილებელ ინტერესებს ემსახურებიან სა ელექტროენერგიის ტარიფზე არ არის დამოკიდებული ამ ორგანიზაციების მომსახურების ტარიფი. გამოსავალი მოიძებნა, რადგან ჟინვალი თბილისის წყალმომარაგებისათვის აშენდა და საერთოდაც ჟინვალი თბილისის მმართველობის საკუთრებაა, თურმე საკუთარი ჰესიდან თბილისის ბიუჯეტს შეღავათის მიღების უფლება აქვს. თუმცა, “თბილჭყალკანალმა” შეღავათიანი ტარიფის მიუხედავად მოსახლეობას წყლის ტარიფი 1,2 ლარით მაინც გაუძვირა.
“თბილისში შეღავათიანი ტარიფი ძირითადად სოციალური დანიშნულების ობიექტებზეა. გაათვალისწინებელია, რომ თვითონ ჯინვალჰესი თბილწყალკანალის ბალანსზეა. ამიტომ მას უფლება აქვ, ენერგია საკუთარი დანიშნულებისთვის მოითხოვოს. ბუნებრივია, სემეკს ტარიფის გაზრდის უფლებაც აქვს, მაგრამ ამას მოჰყვება წყლის ტარიფის გაზრდა. ტარიფზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს. საერთოდაც, ჩვენ კარგად გვესმის, რა არის საჭირო სა რა არა,” – ამბობს ივერი შალამბერიძე.
ექსპერტების თქმით, სემეკის მხრიდან ელექტროენერგიის არსებული ტარიფის დაწესებით თბილისმა, უფრო სწორად თბილისის ბიუჯეტმა (და არა მოსახლეობამ) შეღავათი საკუთარი ჰესის ტარიფიდან კი არ მიიღო, არამედ მთელი საქართველოს ენერგოგენერაციის სექტორიდან. საკუთარს “ჟინვალს” გამომუშავებული ელექტროენერგიის საფასური სრულაიდ უნაზღაურდება, შესაბამისად, მთელი საქართველოს ენერგოგენერაციის კუთვნილი შეწონილი ტარიფის განსხვავებას, ანუ დაუფინანსებელ ნაწილს ჩვენ, ყველა უბრალოდ მომხმარებელი იხდის.
“თბილისის მცხოვრებლებს არ უნდა მოეჩვენოთ, რომ შეღავათი ეძლევათ. შეღავათი ყველა ჩვენგანის ხარჯზე მხოლოდ თბილისის ბიუჯეტს აქვს. ეს უკანონობა სემეკმა დააწესა, რითაც ქართულ ენერგეტიკას ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ლარის ზარალი ადგება. ენერგეტიკა და ენერგეტიკის მომხმარებლები თბილისის ბიუჯეტის არაპირდაპირ სუბსიდირებას უწევენ. რატომ უნდა დააფინანსოს მთელმა საქართველოს თბილისის საკრებულო და მერია.
ენერგეტიკაში არსებობს იაფი და ძვირი ელექტროენერგია. თუ ვინმემ იაფი ელექტროენერგიის ყიდვა მოინდომა, მაშინ ძვირის დაფარვა სხვას მოუწევს. ეს რომ არ მოხდეს, ორივე ღირებულების ელექტროებნერგიის ჯამი ყველაზე თანაბრად უნდა განაწილდეს. გიგანტური საწარმოები და თბილისის ორგანიზაციები კი იაფად ყიდულობენ, ძვირის საფასურის ანაზღაურება კი ჩვეულებრივ მოსახლეობის კისერზე გადადის. ამ გადაწყვეტილებით, ჯერ ერთი, კანონი ირღვევა, მეორე -- ეს არის მტაცებლობა, რაც ენერგეტიკას ანგრევს.
ჟინვალის მისაკუთრებით არგუმენტიც უსუსრია. ყველამ თითო ჰესი რომ დაისაკუთროს, ჩვეულებრივმა ადამიანმა რაღა ქნას. ამ მოტივით მეგრელებიც იტყვიან, “ენგურჰესი” ჩვენია, ელექტროენერგია მარტო ჩვენ უნდა გვქონდესო და ასე შემდეგ. სამართლიანობა უნდა აღსდგეს და ენერგეტიკამ საკუთარი რესურსები უნდა მიიღოს. ბუნებრივია, “ფეროც” და სხვა ორგანიზაციებიც მომხმარებლები არიან. მათ აქვთ საშუალება, საიქირაონ ადვოკატები და ტარიფის დასაწევად ჩვენს გვერდით იბრძოლონ, როდესაც გიგანტიც მომხმარებლები გაუთანაბრდებიან ჩვეულებრივ მომხმარებლებს, ისინი იძულებულნი იქნებიან, ჩვენთან ერთად იბრძოლონ ტარიფის დასაწევად,” – ამბობს ებრალიძე.
მისივე თქმით, ამ პროცესის კანონის ფარგლებში მოყვანას სხვა კომპონენტების თანხლებით ელექტროენერგიის ტარიფის მნიშვნელოვანი შემცირება შეუძლია. თბილისის ორგანიზაციებს კი თბილისის 300-მილიონიანი ბიუჯეტი მოუვლის. თუ მთავრობა სიღატაკის ზღვარზე მდგარ მოსახლეობაზე ფიქრობს, ამ რაოდენობის ბიუჯეტიდან 5-6 მილიონს გამოძებნის და საკუთAრი საწარმოებისათვის ელექტროენერგიის დაფარვასაც შეძლებს.
სემეკში ამ კითხვაზე ღიმილით გვპასუხობენ, რომ კონომიკა ედეების არითმეტიკული ჯამი არ არის, ხოლო ამ კომპონენტის ცვლილებით შეიძლება არც არაფერი შეიცვალოს. “კარგა ხანია, ტარიფების გლობალური გადახედვა არ ჩაგვიტარებია და ვაპირებთ, გადავხედოთ. თუმცა, ამჟამინდელი, როგროც ეძახიან, შეღავათიანი ტარიფები, ბუნებრივია,ა რც ანგრევს ენერგეტიკას. თუ რამე ამოსასწორებელია, ისედაც გამოვასწორებთ, ამ საკითხებს აჟიოტაჟი არ სჭირდება,” – ამბობს ივერი შალამბერიძე.
მომხმარებელთა მოტყუების თვალსაზრისით ასევე საყურადღებოა იმ საწარმოების მეთოდები, რომელიც ელექტროენერგიას მაღალი ძაბვიდან, საკუთარი ტრანსფორმატორების მეშვეობით იღებენ. სხვათა შორის, ასეთი უამრავი საწარმოა. მუიხედავად იმისა, რომ მაღალი ძაბვიდან მიღებული ელექტროენერგიის ტარიფი უფრო ნაკლებია, მომხმარებელს მაინც ძაბვისას და შესაბამისად, მაღალ ტარიფს ახდევინებენ.
ექსპერტების თქმით, ეს არის დანაშალებრივი ქმედება, რომელიც გამანაწილებელი კომპანიისა და სემეკის შეთანხმებული მოქმედების შედეგია. უკანონოდ მაღალი გადასახადისაგან მხოლოდ ის მომხმარებელი აღწევს თავს, რომლის მიმართაც სემეკი ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას გამოიტანდა. “ვფიქრობ, პროკურატურა ამ საქმით უნდა დაინტერესდეს. სემეკის ხელმძღვანელობამ კი უნდა დაამტკიცოს, რომ მას სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება და შეცდომენის გამოსწორება შეუძლია,” ამბობს ებრალიძე.
სანამ სემეკის ახალი ხელმძღვანელობა შეცდომების გამოსწორებასა და ტარიფის საფუძვლიანად გადახედვას გადაწყვეტს, არსებული შეღავათიანი ტარიფებით ბევრი ხეირობს. კერძოდ, ცნობილია, რომ წყალკანალზე, მეტროსა თუ ტრაცმაი-ტროლეიბისის ხაზებზე კერძო საწარმოებია მიბმული, რომლებიც მოხმარებული ელექტროენერგიის მიზერულ თანხას კონკრეტულ ადამიანებს უხდიან.
ასე, რომ ტარიფით სარგებლობის საკმაოდ გრძელი ჯაჭვი არსებობს. შეღავათიანი ტარიფებით თავისებურად ხეირობენ ჰესები, თბილისის ბიუჯეტი, ასევე მცირე და გიგანტიც საწარმოები. მაღალი ტარიფის სიმძლავრე კი მხოლოდ გაჭირვებული მოსახლეობის კისერზე გადადის.
იმ შემთხვევაში, თუკი დიდ საწარმოებს შეღავათები გაუუქმდებათ, მომხმარებელთა დამცველებმა გამოთვალეს, რომ მოსახლეობისათვის საშუალო შეწონილი ტარიფი 8 თეთრი გახდებს. ალბათ, ღირს ბრძოლა იმისათვის, რომ რიგირთმა მომხმარებელმა ოდნავ მაინც ამოისუნთქოს, რადგან გამოდის, რომ ტარიფის თითქმის განახევრების საშუალება არსებობს.
რა სიახლეებს გეგმავს ახალი სასწავლო წლისათვის განათლების სამინისტრო.
15. ზამთრის შიში: რამდენადაა მზად საქართველოს ენერგოსექტორი მძიმე სეზონისათვის
"24 საათი", 31 აგვისტო, 2004
გრანტებისა და კრედიტების უძირო ორმო, სფერო, საიდანაც გაიქცა ყველაზე მსხვილი უცხოელი ინვესტორი; დარგი, რომელიც ქვეყანას უნდა ანათებდეს, მაგრამ თავადაა ჩაძირული გაურკვევლობისა და ინტრიგების წყვდიადში. როგორ შეხვდება საქართველოს ენერგოსისემა მოახლოებულ ზამთარს?
ენერგეტიკის სამინისტროში არხეინად ირწმუნებიან, რომ ზამთარში ქვეყანას, მინიმუმ, დენი მაინც ექნება, თუმცა ენერგოსექტორის სხვა სუბიექტებს ამის იმედი არა აქვთ, მეტიც, მაშინ, როცა იმ “ათვლის წერტილამდე,” საიდანაც ენერგეტიკოსებისათვის ზამთარი იწყება, სულ რაგაც ერთი თვე რჩება. ისინუ აპოკალიფსურ სურათებს ხატავენ.
“თელასის” გენერალური დირექტორი დანგირას მიკალაიუნასი სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ თუ საქართველოს ხელისუფლებიდან ვალების ურთიერთჩათვლების პრობლემა არ მოგვარდა, მაშინ”რაო მტკვარი” ზამთარში მეცხრე ბლოკს არ ჩართავს, “რაო თელასი” კი რუსეთიდან ელექტროენერგიას არ შემოიტანს. “თბილგაზის” დირექტორატს კი “გაზპრომის” ვალების “საკუთარი ძალებით” გასტუმრების იმედი არა აქვს.
თუ მეცხრე ბლოკი არ ჩაირთვება და არც “თელასი” შემოიტანს რუსეთიდან დენს, საქართველოს საშინელი ზამთარი ელის.
ენერგეტიკის მესვეურებმა მომავალი ზამთრის სწორი გათვლები ვერ გააკეთეს. მაშინ, როცა ენერგეტიკის სამინისტრო თბილისის ელექტრომომარაგებას მისი ექსკლუზიური დისტრიბუტორის—“რაო თელასის” უშუალო მოვალეობად მიიჩნევს, თავად ეს კომპანია “თავს ვალდებულად არ თვლის, დენი უფასოდ შემოიტანოს. ქვეყანაში, სადაც მისი ბიზნესისათვის გარემო აშკარად გაუარესდა. “ ყოველ შემთხვევაში ასე აცხადებენ დღეს “თელასში”. მას შემდეგ, რაც “თელასს” ენერგეტიკის სამინისტროდან ურთიერთვალების ჩათვლის თაობაზე საუბარი გაუჭირდება, მას საქართველოში საინვესტიციო კლიმატი მოსწონს.
მიუხედავად იმისა, რომ ენერგეტიკის მინისტრმა ჰიდროელექტროსადგურები მოაწესრიგა, ჩანს, მას “თელასმა” სერიოზული პრობლემები მაინც შეუქმნა. “თელასის” მხრიდან რუსეთიდან იმპორტზე უარის თქმა და, ისიც, ზამთრის პირას, ქვეყნის უშუქოდ დატოვების ტოლფასია.
ამ ვითარებაში ენერგეტიკის სამინისტრო იძულებული გაზდება, რუსეთიდან დენის იმპორტზე “ გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია” დაითანხმოს, რომელსაც “რაოსგან” დენის საყიდი ფული დღეს აშკარად არა აქვს. ასე რომ, მალე საქართველოს ენერგოსადისტრიბუციო ბაზრის გიგანტს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთვის საიმპორტო თანხების თხოვნა მოუწევს. ეს კი ნიშნავს, რომ რეიონების გამრიცხველიანების პროეცესი, მინიმუმ რეგიონების გამრიცხველიანების პროცესი, მინიმუმ, მომავალ გაზაფხულამდე შეფერხდება.
გარდა ამისა, თუ მეცხრე ბლოკი ოქტომბრის დასაწყისშივე არ ჩაირთო, თბილისის გასანათებლად ენერგეტიკის მესვეურებს ენგურჰესზე წყლის ფორსირებულად ხარჯვა მოუწევთ, რაც საახალწლოდ წყლის რესურსის გარეშე დარჩენას ნიშნავს.
საქმეს ისიც ართულებს, რომ ჯერ ისევ მოუგვარებელია გაზის მოწოდების საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ გაზის საერთაშორისო კორპორაცია ალტერნატიული გაზსადენის მშენებლობაზე საუბრობს, ირანიდან გაზის შემოტანის რეალური პერსპექტივა დღეს არ არსებობს. თუ გაზი არ იქნება, ელექტროენერგეტიკულ სექტორს მართლაც რომ მძიმე დატვირთვა ელის და, შედეგად, სახეზე იქნება სასტიკი ენერგოდეფიციტი, რომლის დაძლევაც საქართველ9ს ენერგეტიკას გაუჭირდება.
ერთი სიტყვით, დღეს საქართველოს ენერგეტიკის მესვეურების იმედიანი განცხაებების მიუხედავად, ენერგეტიკაში საზამთროდ შემაშფოთებელი სურათი იხატება და უკვე ტრადიციულად, მომავალი ზამთრის სითბო-სინათლე კვლავ მხოლოდ “რაო თელასსა” და “გსაზპრომზეა” დამოკიდებული.
16. ელექტროგადამცემი ხაზები შემოდგომა-ზამთრის სეზონისათვი
ემზადდება
“რეზონანსი” 31 აგვისტო, 2004
კომპანია “საქრუსენერგო” შემოდგომა-ზამთრის პერიოდისათვის ემზადება. როგროც კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილემ მიარიან ქათამაშვილმა ორშაბათს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისსის სხდომაზე განაცხადა, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზზე “კავკასიონი” ორი კვირის შემდეგ სარემონტო სამუშაოები დასრულდება და საქართველოს ენერგოსისტემა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპროტისათვის მზად იქნება.
ქათამაშვილის განცხადებით, “კავკასიონზე” სარემონტო სამუშაოებს რუსული კომპანია ახორციელებს საქართველოს დაფინანსებით. სამუშაობეი რუსეთის მხარეს საკმაოდ რთულ რელიეფურ პირობებში მიმდინარეობს. “საქრუსენერგოს” ხაზის გარემონტება 1 მლნ აშშ დოლარი უჯდება.
რაც შეეხება კომპანიის საკუთრებაში არსებული დანარჩენი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მუშაობის საიმედოობას, ქათამაშვილის განცხადებით, ეს მხოლოდ “საქრუსენერგოზე” არ არის დამოკიდებული.
“ენერგოსისტემაში მომხდარი ავარიების დროს ელექტროენერგიი გადამცემ ქვესადგურებში ავტომატური სისტემები უნდა მუშაობდეს, რომელთა საშუალებით ქვეყნის ელექტრომომარაგება სრულიად არ შექყდება. “საქრუსენერგო” მზადაა ქვესადგურებში ამ სისტემის დემონტაჟისათვის მის მფლობელს, “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას”, გარკვეული თანხები გამოუყოს”, -- განაცხადა ქათამაშვილმა.
“საქრუსენერგოს” კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზი “იმერეთი” უკანასკნელად მწყობრიდან 13 აგვისტროს გამოვიდა. ხაზზე მომხდარი ავარიის გამო ქვეყნის ელექტრომომარაგება რამდენიმე საათით შეწყდა.
“საქრუსენერგო” ქართულ-რუსული კომპანიაა. მხარეები აქციათა წილებს თანაბრად ფლობენ. კომპანიის მფლობელობაშია ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული მაღალი ძაბვის ელექტროგადმომცემი ხაზები. ამ ხაზების მეშვეობით საქართველოს რუსეთიდან ელექტროენერგიია იმპორტის, ასევე სხვა ქვეყნებში ელექტროენერგიის ტრანზიტის განხორციელების საშუალება აქვთ.